1 კორინთელთა 2:14
მშვინვიერი ადამიანი კი არ ღებულობს იმას, რაც ღვთის სულისგანაა, ვინაიდან სისულელედ მიაჩნია და არ ძალუძს გაგება, რადგან სულიერად განისჯება.
იობი 32:8
მაგრამ სული იმყოფება ადამიანში და ყოვლადძლიერის სუნთქვა აძლევს მას გონიერებას;
იგავნი 20:27
უფლის ლამპარია კაცის სული, მთელი მისი წიაღის გამომკვლეველი.
ეკლესიასტე 3:21
ვინ უწყის – ადის კი მაღლა ადამიანის ძეთა სული? ჩადის კი დაბლა მიწაში პირუტყვის სული?
ეკლესიასტე 12:7
ვიდრე დაუბრუნდებოდეს მტვერი მიწას, როგორც იყო, სული კი დაბრუნდებოდეს ღმერთთან, რომელმაც მისცა.
საქმეები 7:59
ქვას რომ უშენდნენ, სტეფანე ღაღადებდა და ამბობდა: „უფალო იესო, მიიღე ჩემი სული”.
1 კორინთელთა 2:11
რომელმა ადამიანმა იცის, რა არის ადამიანში, გარდა ადამიანის სულისა, რომელიც მასშია? ასევე ღვთისაც არავინ იცის, გარდა ღვთის სულისა.
1 კორინთელთა 6:20
ვინაიდან ფასით ხართ ნაყიდნი. ამიტომ ადიდეთ ღმერთი თქვენს სხეულებსა და თქვენს სულებში, რომლებიც ღმერთს ეკუთვნის.
2 კორინთელთა 4:16
ამიტომ არ ვცხრებით, თუმცა კი იხრწნება ჩვენი გარეგანი კაცი, ჩვენი შინაგანი მაინც ახლდება დღითი დღე.
1 თესალონიკელთა 5:23
თავად მშვიდობის ღმერთმა კი წმიდაგყოთ სრულად და მთლიანად, რათა თქვენი სული, სამშვინველი და სხეული დაცულ იქნეს უბიწოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისთვის.
იაკობის 2:26
რადგან როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე, ასევე მკვდარია რწმენაც საქმეთა გარეშე.