ადამიანის გამწესება ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 18:19-22
ახლა ისმინე ჩემი სიტყვა, რჩევას მოგცემ და ღმერთი იყოს შენთან: შენ უშუამდგომლე ხალხს ღმერთთან და წარუდგინე მათი საქმენი ღმერთს. ასწავლე მათ წესები და რჯული და უჩვენე გზა, რომლითაც უნდა იარონ და საქმენი, რაც უნდა აკეთონ. ამასთან ერთად მოძებნე მთელ ერში უნარიანი კაცები, ღვთისმოშიშნი და ერთგულნი, რომელთაც სძულთ ანგარება და ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად და ათისთავებად დაუნიშნე ხალხს. მათ განსაჯონ ხალხი ყოველთვის; ყველა დიდი საქმე შენთან მოიტანონ, ხოლო ყოველი მცირე საქმე თვითონ განსაჯონ; ზიდონ ასე ტვირთი შენთან ერთად და შენც შეგიმსუბუქდება.

მეორე რჯული 16:18
მსაჯულები და გამგებელნი დაუდგინეთ ყოველ ქალაქს, რომელსაც აძლევს უფალი, თქვენი ღმერთი თქვენს ტომებს, რათა სამართლიანად განსაჯონ ხალხი.

მსაჯულნი 17:12
განაწესა მიქამ ლევიანი; და გახდა ჭაბუკი მისი მღვდელი და ცხოვრობდა მიქას სახლში.

1 მეფეთა 21:2
უთხრა დავითმა ახიმელექ მღვდელს: `საქმე დამავალა მეფემ და მითხრა, არავინ გაიგოს, რასაც გავალებ და სადაც გაგზავნიო, ამიტომაც ამა და ამ ადგილზე დავიბარე ხალხი.

2 კორინთელთა 8:19
გარდა ამისა, ეკლესიების მიერ ხელდასხმულიცაა ჩვენს თანამგზავრად ამ სამადლო საქმეში, რასაც ვემსახურებით ჩვენ, თვით უფლის სადიდებლად და ჩვენი წადილის შესაბამისად.

რიცხვნი 4:27-28
აჰარონისა და მისი ძეების ბრძანების მიხედვით უნდა სრულდებოდეს გერშონის ძეთა ყოველი მსახურება, ყოველი ტვირთის ტარება და საქმის კეთება; მათ დაავალე ყველაფრის დაცვა, რაც მათი სატარებელია. ესაა გერშონის ძეთა საგვარეულოს სამსახური საკრებულო კარავში და მათი მოვალეობანი აჰარონ მღვდლის ძის ითამარის მეთვალყურეობით.

საქმეები 13:2
უფლის მსახურებასა და მარხვაში იყვნენ ისინი, რომ უთხრა მათ სულიწმიდამ: „გამომიყავით ბარნაბა და სავლე იმ საქმისთვის, რისთვისაც მოვუწოდე”.

ტიტეს 1:5
იმიტომ დაგტოვე კრეტაში, რომ დაასრულო დასასრულებელი და ხუცესები დააყენო ყველა ქალაქში, როგორც მე დაგავალე:

საქმეები 15:2
პავლესა და ბარნაბას უთანხმოება და არამცირე დავა მოუხდათ მათთან, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ პავლე, ბარნაბა და ზოგიერთი სხვაც ამ საკითხის გამო იერუსალიმში მოციქულებსა და უხუცესებთან ასულიყვნენ.


მსგავსი თემები:

უხუცესები ეკლესიაში