2 ნეშტთა 27

ივნისი 27, 2015
ძველი აღთქმა
2 ნეშტთა
271 ოცდახუთი წლისა იყო იოთამი, რომ გამეფდა და თექვსმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იერუშა, ცადოკის ასული. 2 და სწორს აკეთებდა უფლის თვალში, როგორც მამამისი, ყუზიაჰუ, აკეთებდა. ოღონდ ტაძარში არ შესულა. ხალხი კი ძველებურად სცოდავდა. 3 და ააგო უფლის სახლის ზემო კარიბჭე და ყოფელის კედელიც ბევრგან აღადგინა. 4 და იუდას მთაზე ქალაქები ააშენა, ტყეებში კი – ციხე-სიმაგრეები და კოშკები. 5 ყამონის ძეთა მეფეს ებრძოდა და სძლია მას. ყამონის ძეთ იმ წელს ასი ქანქარი ვერცხლი, ათი ათასი ქორი ხორბალი და ათი ათასი ქორი ქერი მისცეს. ამდენსავე აძლევდნენ ყამონის ძენი მეორე და მესამე წელს . 6 და გაძლიერდა იოთამი, რადგან თავის გზებს უფლის, თავისი ღმერთის, წინაშე წარმართავდა. 7 იოთამის დანარჩენი ამბები, ყველა მისი ომი და ნამოქმედარი ჩაწერილია იუდასა და ისრაელის მეფეთა წიგნში. 8 ოცდახუთი წლის იყო, როცა გამეფდა და თექვსმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. 9 და განისვენა იოთამმა თავის მამებთან და დამარხეს დავითის ქალაქში. მის ნაცვლად ახაზი, მისი ძე, გამეფდა.
თავი ოცდამეექვსე                                                                                                                               თავი ოცდამერვე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close