ზრუნვა ცხოველებზე ბიბლიის მუხლები

იგავნი 12:10
სამართალმა იცის თავისი საქონლის საჭიროება, ხოლო უკეთურთა სიბრალულიც კი სასტიკია.

დაბადება 1:26
და თქვა ღმერთმა: „შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად. და ბატონობდეს თევზებზე ზღვაში და ცის ფრინველებზე, და პირუტყვზე მთელს ქვეყანაზე, და ყოველ ქვეწარმავალზე, რომელიც იძვრის მიწაში”.

მეორე რჯული 25:4
ლეწვისას პირს ნუ აუკრავ ხარს.

იგავნი 27:23
ცნობით იცნობდე შენი ცხვრის სახეს, გული დაუდე ფარას,

იობი 12:7
აბა ჰკითხე პირუტყვს და ის გასწავლის, და ცის ფრინველს და ის გეტყვის.

მათეს 10:29
განა ორი ბეღურა ერთ ასარად არ იყიდება? მაგრამ არც ერთი მათგანი არ დაეცემა მიწაზე თქვენი მამის ნების გარეშე.

დაბადება 2:15
და აიყვანა უფალმა ღმერთმა ადამი და დასვა იგი ედემის ბაღში, რათა დაემუშავებინა და დაეცვა იგი.

ფსალმუნები 49:10-11
რადგან ჩემია ტყის ყველა ცხოველი, პირუტყვი ათასობით მთებში. ჩემთვის ცნობილია მთის ყველა ფრინველი და მინდვრის ცხოველები ჩემს წინაშე არიან.

ლუკას 14:5
და მათ უთხრა: „რომელიმე თქვენგანს ვირი ან ხარი რომ ჩაუვარდეს ჭაში, განა იმ წამსვე არ ამოიყვანს, შაბათი დღეც რომ იყოს?”

ესაია 40:11
ვით მწყემსი დამწყემსავს თავის ფარას; თავისი მკლავით შეკრებს კრავებს და თავის უბეში ატარებს, წარუძღვება მეძუძურთ.

მეორე რჯული 22:10
ნუ მოხნავ ხარითა და ვირით ერთად.