ზრუნვა ავადმყოფზე ბიბლიის მუხლები

იაკობის 5:13-15
ვინც იტანჯება თქვენს შორის, ილოცოს, ვისაც უხარია, იგალობოს. არის თქვენს შორის ვინმე ავად? მოიხმოს ეკლესიის ხუცესნი და ილოცონ მათზე და სცხონ ზეთი უფლის სახელით. რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს. უფალი წამოაყენებს მას და, თუ რამ ცოდვები ჩაუდენია, მიეტევება.

ეზეკიელი 34:3-4
ქონს თქვენ ჭამთ, მატყლს იცვამთ და ჯანსაღ ცხვარს კლავთ, ცხვრის ფარას კი არ მწყემსავთ. სუსტებს არ ამაგრებთ და ავადმყოფს არ კურნავთ, მოტეხილს არ უხვევთ და გზააბნეულს არ აბრუნებთ, დაკარგულს არ კითხულობთ და ძალადობითა და სისასტიკით განაგებთ მათ.

მათეს 25:44-45
მაშინ ისინიც მიუგებენ და ეტყვიან: ‘უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი ან მწყურვალი, ან უცხო, ან შიშველი, ან სნეული, ან საპყრობილეში და არ გემსახურეთ?’ მაშინ მიუგებს მათ და ეტყვის: ‘ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: როგორც არაფერი გაუკეთეთ არც ერთს ამ უმცირესთაგანს, არც მე გამიკეთეთ.’

იერემია 30:17
რადგან მე მოგცემ შენ განკურნებას და შენი წყლულისაგან მოგარჩენ,’ – სიტყვა უფლისა, – ‘რადგან გაძევებული გიწოდეს შენ; ეს სიონია, არავინაა მისი მომკითხველი.’

ეზეკიელი 34:16
‘დაკარგულს მოვიკითხავ და გაბნეულს დავაბრუნებ, მოტეხილს შევუხვევ და ავადმყოფს გავამაგრებ, მსუქანსა და მაგარს გავანადგურებ. მე დავმწყემსავ მათ სამართლიანად.

1 თესალონიკელთა 5:14
და აჰა, შეგაგონებთ თქვენ, ძმანო, დაარიგეთ უწესონი, ანუგეშეთ სულმოკლენი, მხარი დაუჭირეთ უძლურთ და სულგრძელნი იყავით ყველას მიმართ.

ფსალმუნები 29:2
უფალო, ღმერთო ჩემო, მოგიხმე და შენ განმკურნე მე.

იობი 6:14
გაწამებულს მეგობრისგან აქვს წყალობა, თუნდაც დაივიწყოს ყოვლადძლიერის შიში.

გალატელთა 5:14
ვინაიდან მთელ რჯულს ეს ერთი მცნება მოიცავს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.”

1 იოანეს 3:17
ვისაც ამქვეყნიური ქონება აქვს, ძმას კი გაჭირვებაში ხედავს და მისგან კეტავს თავის გულს, როგორ დარჩება მასში ღვთის სიყვარული?

იობი 2:11-13
და გაიგო იობის სამმა მეგობარმა ყველა ის უბედურება, რაც იობს დაატყდა თავს, და მოვიდნენ თავთავიანთი ადგილებიდან: ელიფაზ თემანელი, ბილდად შუხელი და ცოფარ ნაყამათელი, და შეიკრიბნენ ერთად, რათა მასთან მისულიყვნენ მისასამძიმრებლად და სანუგეშებლად. შორიდან აახილეს თვალი, მაგრამ ვერ იცნეს, ხმა აღიმაღლეს და ტირილი მორთეს. და შემოიხია თითოეულმა თავისი სამოსელი, და თავზე მტვერი დაიყარა. და ისხდნენ მასთან მიწაზე შვიდ დღეს და შვიდ ღამეს. ხმა არავის გაუცია მისთვის, რადგან ხედავდნენ, რომ მეტისმეტად დიდი იყო მისი სატკივარი.

ფსალმუნები 34:13
ხოლო მე კი მათი სნეულების ჟამს ძაძებს ვიცვამდი, ჩემს სულს მარხვით ვაძაბუნებდი და ჩემი ლოცვა ჩემთანვე ბრუნებოდა.