ბიბლიის მუხლები თემაზე
წყეული
11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
დაბადება 1:8-9
თქვა ღმერთმა: „ერთად შეგროვდეს წყლები ცის ქვეშ და გამოჩნდეს ხმელეთი”. და იქმნა ასე. უწოდა ღმერთმა ხმელეთს მიწა, ხოლო შეგროვილ წყალს - ზღვა. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
-
1 კორინთელთა 16:22
ვისაც არ უყვარს უფალი იესო ქრისტე, შეჩვენებული იყოს. მარანათა!
-
რომაელთა 9:3
ნეტავ მე თვითონ ვყოფილიყავი ქრისტესაგან მოკვეთილი ჩემი ძმების - ჩემი სისხლისა და ხორცის გამო.
-
მეორე რჯული 21:23
არ უნდა გაათევინო მის გვამს ძელზე, არამედ იმავე დღეს დამარხე იგი; რადგან ღმერთის მიერ არის დაწყევლილი ძელზე ჩამოკიდებული. ნუ შებილწავ მიწას, რომელსაც გაძლევს დასამკვიდრებლად უფალი, შენი ღმერთი.
-
იესო ნავეს ძე 6:17
უფლისთვის დარისხდება ქალაქი და ყველაფერი, რაც მასშია, მხოლოდ მეძავი რახაბი და ყველა, ვინც მასთან ერთად არის მის სახლში, უნდა გადარჩნენ, რადგან დამალა ჩვენი გაგზავნილი მსტოვრები.
-
იესო ნავეს ძე 7:1
მაგრამ ორგულად მოიქცნენ ისრაელის ძენი დარისხებულის მიმართ; და აიღო დარისხებულისგან ყაქანმა, ქარმის ძემ, ზაბდის ძემ, ზერახის შთამომავალმა იუდას ტომიდან; და აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელის ძეებზე.
-
1 ნეშტთა 2:7
ქარმის ძე - ყაქარი, რომელმაც აღთქმა დაარღვია და განსაცდელში ჩააგდო ისრაელი.
-
ესაია 65:20
აღარ იქნება იქ ჩვილი ან მოხუცი, რომელიც არ გაასრულებს თავის დღეებს, რადგან ასი წლისაც ყმაწვილივით მოკვდება, და ცოდვილი, თუნდაც ასი წლისა, დაიწყევლება.
-
გალატელთა 1:8
მაგრამ თუნდაც ჩვენ ან ანგელოზმა ზეციდან გახაროთ არა ის, რასაც ჩვენ გახარებდით, წყეულიმც იყოს იგი.
-
კოლასელთა 4:18
მოკითხვა ჩემი, პავლეს ხელით. გახსოვდეთ ჩემი ბორკილები. მადლი თქვენთან, ამინ!
-
გალატელთა 1:9
როგორც უკვე ვთქვით, ახლა კიდევ ვამბობ: თუ ვინმემ გახაროთ არა ის, რაც მიიღეთ, წყეულიმც იყოს.