გამოსვლა 3:11
უთხრა მოსემ ღმერთს: „ვინ ვარ მე, რომ წავიდე ფარაონთან და ეგვიპტიდან გამოვიყვანო ისრაელის ძენი?”
2 მეფეთა 7:18
მივიდა მეფე დავითი, დადგა უფლის წინაშე და თქვა: „უფალო ღმერთო, ვინა ვარ მე და ვინ არის ჩემი სახლი, რომ აქამდე ამამაღლე?
4 მეფეთა 8:13
თქვა ხაზაელმა: „ვინ ძაღლია შენი მსახური, რომ ასეთი დიდი საქმე მოიმოქმედოს?” უპასუხა ელისემ: „შენი თავი მიჩვენა უფალმა არამის მეფედ”.
გამოსვლა 16:7-8
დილით იხილავთ უფლის დიდებას, რადგან ისმინა თქვენი დრტვინვა უფალმა; ჩვენ ვინა ვართ, რომ შემოგვჩივით?” და თქვა მოსემ: „მოგცემთ უფალი ხორცს საღამოს საკვებად, დილას კი პურს ძღომაზე, რადგან ისმინა უფალმა თქვენი დრტვინვა, რომლითაც დრტვინავდით მის წინააღმდეგ; ჩვენ კი ვინა ვართ? ჩვენი კი არა, უფლის წინააღმდეგაა თქვენი დრტვინვა”.
1 მეფეთა 25:9
მიუგო ნაბალმა დავითის მსახურთ: „ვინაა დავითი და ვინაა იესეს ძე? მომრავლდნენ დღეს თავიანთი ბატონებისგან გაქცეული მონები.
1 მეფეთა 18:18
უპასუხა დავითმა საულს: „ვინ ვარ მე, რას წარმოადგენს ჩემი სანათესაო, ან მამაჩემის ოჯახი ისრაელში, რომ მეფის სიძე გავხდე?”
1 მეფეთა 24:14
ვის წინააღმდეგ გამოვიდა ისრაელის მეფე? ვის სდევნის? მხოლოდ მკვდარ ძაღლს, მხოლოდ რაღაც რწყილს!
დაბადება 18:26-27
და უთხრა უფალმა: „თუ ვპოვებ სოდომში ორმოცდაათ მართალს, შევიწყალებ მთელს მაგ ადგილს მათი გულისათვის.“ მიუგო მას აბრაამმა: „აჰა, გავბედე უფალთან ლაპარაკი მე, მტვერმა და ნაცარმა:
1 მეფეთა 9:21
მიუგო საულმა და უთხრა: „განა მე ბენიამინელი არა ვარ, ისრაელის უმცირესი ტომიდან და განა ჩემი საგვარეულო ერთი უმცირესთაგანი არაა ბენიამინის ტომის ყველა საგვარეულოს შორის? რისთვის მეუბნები ამას?“
იობი 40:4
„აჰა, არარაობა ვარ მე, რა გიპასუხო? პირზე ხელს ვიფარებ.
1 კორინთელთა 13:2-3
წინასწარმეტყველებაც რომ მქონდეს, ყოველი საიდუმლო და მთელი ცოდნაც რომ ვუწყოდე, სრული რწმენაც რომ მქონდეს, ისეთი, მთების გადაადგილება რომ შემეძლოს, ხოლო სიყვარული არ მქონდეს, არარაობა ვიქნებოდი. მთელი ჩემი ქონება რომ დავარიგო და ჩემი სხეული დასაწვავად გავწირო, ხოლო სიყვარული არ მქონდეს, არაფრად ვევარგები.
2 კორინთელთა 12:11
უგუნური შევიქენი, რაკი ვიკვეხნი. თქვენ მაიძულეთ. თქვენ გევალებოდათ ჩემი ქება, ვინაიდან არაფრით ვარ ესოდენ მაღალ მოციქულებზე ნაკლები, თუმცა არაფერს წარმოვადგენ.