უფლის მკლავი ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 4:34
თუ უცდია რომელიმე ღმერთს მისულიყო და გამოეყვანა თავისთვის ხალხი სხვა ხალხის წიაღიდან განსაცდელებით, ნიშნებითა და სასწაულებით, და ბრძოლით, და ძლიერი ხელით, და გაწვდილი მკლავით, და დიდი საშინელებებით, როგორც მოიმოქმედა ყოველივე თქვენთვის თქვენმა ღმერთმა ეგვიპტეში თქვენს თვალწინ?

მეორე რჯული 33:27
თავშესაფარია პირვანდელი ღმერთი და ქვემოდანაა საუკუნო მკლავები. და განდევნა მტერი შენი პირისაგან, და თქვა: ‘გაანადგურე!’

ფსალმუნები 88:10
შენ განართხე ეგვიპტე, როგორც განგმირული; შენი ძლიერი მკლავით გაფანტე შენი მტრები.

ფსალმუნები 97:1
უგალობეთ უფალს ახალი გალობა! რადგან სასწაულები მოიმოქმედა; იხსნა იგი მისმა მარჯვენამ და მისმა წმიდა მკლავმა.

ესაია 63:12
ვინც წარმართა მოსეს მარჯვენა თავისი დიდებული მკლავით? ვინც გააპო წყლები მათ წინაშე, რათა გაეთქვა თავისი საუკუნო სახელი?

გამოსვლა 6:6
ამიტომ უთხარი ისრაელის ძეთ: ‘მე ვარ უფალი და მე გამოგიყვანთ თქვენ ეგვიპტელთა უღლიდან, და გადაგარჩენთ მათი მსახურებისაგან, და გიხსნით გამოწვდილი მკლავით და დიდი სასჯელებით.

ფსალმუნები 43:3
ვინაიდან მათ ხმლებით არ მოუპოვებიათ ქვეყანა, და მათ მკლავებს არ დაუხსნიათ ისინი, არამედ შენმა მარჯვენამ, შენმა მკლავმა და შენი სახის ნათელმა, რადგან მათდამი კეთილგანეწყვე.

ესაია 40:10
აჰა, უფალი ღმერთი ძლიერებით მოვა, და მისი მკლავი იხელმწიფებს; აჰა, მისი საზღაური მასთანაა და მისი გასამრჯელო მის წინაშეა.

ფსალმუნები 88:20
ვპოვე დავითი, მსახური ჩემი, და ჩემი, წმიდა ზეთი ვცხე მას.

მეორე რჯული 7:19
ის დიდი განსაცდელნი, რომელნიც იხილეს შენმა თვალებმა, და ნიშნები და სასწაულები, და ძლიერი ხელი და გაწვდილი მკლავი, რომლითაც გამოგიყვანა შენ უფალმა, შენმა ღმერთმა. ასევე გაუკეთებს უფალი, შენი ღმერთი, ყველა ხალხს, რომლისაც გეშინია.

ესაია 30:30
უფალი მოასმენინებს თავისი ხმის სიდიადეს, და თავისი მკლავის ცემას აჩვენებს გულისწყრომის რისხვაში და შემჭმელი ცეცხლის ალში, ქარიშხალში და ქვის სეტყვაში.