თოვლი ბიბლიური ციტატები

იობი 37:6
რადგან თოვლს ეუბნება: ‘დაეფინე მიწას!’ და უბრძანებს წვიმის თქეშსა და ძლიერ თავსხმას.

იგავნი 26:1
უგუნურს ისე არ შეჰფერის პატივი, როგორც ზაფხულს თოვლი და მოსავლის აღებას წვიმა.

2 მეფეთა 23:20
ბენაიაჰუ იეჰოიადაყის ძე, მამაცი ვაჟკაცი კაბცეელიდან. მან დაამარცხა ორი მოაბელი ლომკაცი; ჩავიდა შუაგულ ორმოში თოვლიან დღეს და ლომი მოკლა.

იგავნი 31:21
არ შიშობს თავის სახლეულზე თოვლიანობისას, რადგან ძოწისფერითაა შემოსილი მთელი მისი სახლეული.

იობი 38:22
თუ შესულხარ თოვლის სანახებში და სეტყვის სანახები თუ გინახავს?

ფსალმუნები 147:4-5
წარმოგზავნის თავის სიტყვას დედამიწაზე, სწრაფად ვრცელდება მისი ნათქვამი. მატყლივით იძლევა თოვლს და ფერფლივით ფანტავს თრთვილს.

ესაია 55:10-11
რადგან როგორც წვიმა და თოვლი ჩამოდის ციდან და აღარ ბრუნდება უკან, თუ არ დაარწყულა დედამიწა, არ გაანაყოფიერა და არ აღმოაცენებინა, რომ მისცეს თესლი მთესველს და პური – მჭამელს; ასე იქნება ჩემი სიტყვა, რომელიც გამოდის ჩემი ბაგიდან – ფუჭად არ დამიბრუნდება იგი, რადგან იმას მოიმოქმედებს, რაც მსურს და მიაღწევს იმას, რისთვისაც გავგზავნე.

გამოცხადება 1:11-14
მითხრა: „მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი, რასაც ხედავ, დაწერე წიგნში და დაუგზავნე შვიდ ეკლესიას: ეფესოში, სმირნაში, პერგამოში, თიატირაში, სარდეში, ფილადელფიასა და ლაოდიკიაში”. მივბრუნდი, რომ დამენახა ხმა, რომელიც მელაპარაკებოდა, და მიბრუნებისას ვიხილე ოქროს შვიდი სალამპრე. ხოლო შვიდ სალამპრეს შორის ვიხილე მსგავსი კაცის ძისა, რომელსაც მოსასხამი ემოსა და გულმკერდზე ოქროს სარტყელი ერტყა. მისი თავი და თმები თეთრი იყო, როგორც თეთრი მატყლი, როგორც თოვლი; თვალები მისი, როგორც ცეცხლის ალი.

გოდება 4:7
სიონის მთავარნი თოვლზე სპეტაკნი იყვნენ, რძეზე თეთრნი; მათი პირისახე მარჯანზე ღაჟღაჟა იყო, შეხედულებით საფირონს ჰგავდნენ.

დანიელი 7:9
ვაკვირდებოდი, სანამ დაიდგმებოდა ტახტები და დღეთა უძველესი დაჯდებოდა თავის ტახტზე. მისი სამოსელი თოვლივით თეთრი იყო და სუფთა მატყლივით ჰქონდა თმები თავზე. მისი ტახტი ცეცხლის ალივით იყო, ეტლის თვლები კი – მგზნებარე ცეცხლი.

ესაია 1:15-18
ხელებს რომ იწვდით, მე თვალს გარიდებთ, რამდენიც უნდა ილოცოთ, არ მოგისმენთ – ხელები სისხლით გაქვთ სავსე. განიბანეთ, განიწმიდეთ, მოიშორეთ ავი საქმენი ჩემს წინაშე, ბოროტებას ნუ სჩადიხართ. სიკეთის ქმნა ისწავლეთ, სამართალი ეძიეთ; ჩაგრულს დაეხმარეთ, ობოლი განიკითხეთ, ქვრივს გამოესარჩლეთ. მერე მოდით და ვიდავოთ, ამბობს უფალი, მეწამულივით რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება და ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლივით გათეთრდება.

იგავნი 25:13
როგორც თოვლის სიგრილე მკის დღეს, ისეა ერთგული მოციქული მისი წარმგზავნელისთვის – სულს უგრილებს თავის ბატონს.