სულში სიარული ბიბლიური ციტატები

გალატელთა 5:16-17
აჰა, მე გეუბნებით: იარეთ სულიერად და აღარ აღასრულებთ ხორცის გულისთქმებს. ვინაიდან ხორცს სულის საწინააღმდეგო სურს, სულს კი – ხორცის საწინააღმდეგო; ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, რათა აკეთოთ არა ის, რაც გსურთ.

ეფესელთა 5:8
ვინაიდან ოდესღაც სიბნელე იყავით, ახლა კი სინათლე ხართ უფალში. მაშ, იარეთ, როგორც სინათლის შვილებს შეშვენით,

2 კორინთელთა 5:7
ვინაიდან რწმენით დავდივართ და არა ხილვით.

გალატელთა 5:16
აჰა, მე გეუბნებით: იარეთ სულიერად და აღარ აღასრულებთ ხორცის გულისთქმებს.

გალატელთა 5:22-24
ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება – ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. ხოლო მათ, ვინც ქრისტესნი არიან, ჯვარს აცვეს თავიანთი ხორცი ვნებებთან და გულისთქმებთან ერთად.

ეფესელთა 5:2
იარეთ სიყვარულში ისევე, როგორც ქრისტემ შეგვიყვარა და თავისი თავი მისცა ჩვენთვის ღმერთს შესაწირად და მსხვერპლად, სასიამოვნო კეთილსურნელებად.

ფსალმუნები 118:105
ლამპარია ჩემს ფერხთათვის შენი სიტყვა და სინათლე – ჩემი ბილიკისთვის.

1 იოანეს 2:6
ვინც ამბობს, რომ მასში რჩება, მოვალეა ისევე მოიქცეს, როგორც ის იქცეოდა.

ეფესელთა 5:15-16
მაშ, ფრთხილად მოიქეცით – არა როგორც უგუნურნი, არამედ როგორც ბრძენნი. გამოისყიდეთ დრო, ვინაიდან ბოროტნი არიან დღენი.

გალატელთა 5:25
თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ.

კოლოსელთა 1:10-11
რათა მოიქცეთ უფლის ღირსად და ყველაფერში ასიამოვნოთ მას ყოველ კეთილ საქმეში ნაყოფის მოტანით და ღვთის შემეცნებაში ზრდით; მთელი ძალით გაძლიერდეთ მისი დიდების ძლიერებისამებრ, ყოველგვარ მოთმინებასა და სულგრძელობაში, სიხარულით.

ფილიპელთა 3:16-18
ამრიგად, რასაც მივაღწიეთ, იგივე უნდა შევინარჩუნოთ. ძმებო, იყავით ჩემი მომბაძველები და დაუკვირდით მათ, ვინც იმ ნიმუშის თანახმად იქცევა, ჩვენში რომ გაქვთ. ვინაიდან ბევრნი, რომელთა შესახებაც ხშირად მითქვამს თქვენთვის, და ახლა ტირილითაც გეუბნებით, ისე იქცევიან, როგორც ქრისტეს ჯვრის მტრები.

ეფესელთა 5:18
ნუ დათვრებით ღვინით, რომელშიც აღვირახსნილობაა, არამედ აღივსენით სულით.

იოანეს 2:24-25
თვითონ იესო კი არ ანდობდა მათ თავის თავს, რადგან ყველას იცნობდა. არც სჭირდებოდა, რომ ვინმეს დაემოწმებინა ადამიანის შესახებ, რადგან იცოდა, რა იყო ადამიანში.

იოანეს 15:4
დარჩით ჩემში, მე კი თქვენში. როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თავისით, თუ ვაზზე არ დარჩა, ასევე თქვენც – თუ არ დარჩებით ჩემში.