სულიერი უძლურება ბიბლიური ციტატები

2 კორინთელთა 12:5-10
ასეთი კაცით დავიკვეხნი, ჩემი თავით კი არ დავიკვეხნი, თუ არა ჩემი უძლურებებით. ხოლო თუ კვეხნას მოვისურვებ, უგუნური არ ვიქნები, ვინაიდან ჭეშმარიტებას ვიტყვი; მაგრამ თავს ვიკავებ, რათა იმაზე მეტად არავინ ჩამთვალოს, ვიდრე ჩემში ხედავს ან ჩემგან ისმენს. და რომ არ გავმედიდურდე მეტისმეტი გამოცხადებებით, ეკალი მომეცა სხეულში, სატანის ანგელოზი, რომ დამქენჯნოს – რათა არ გავმედიდურდე. ამისათვის, სამჯერ შევევედრე უფალს, რომ განმაშოროს იგი. და მითხრა: „საკმარისია შენთვის ჩემი მადლი, ვინაიდან უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა”. ამიტომ უფრო ხალისით დავიკვეხნი ჩემს უძლურებებში, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში! ამიტომ ვხარობ უძლურებაში, შეურაცხყოფაში, გაჭირვებაში, დევნასა და შევიწროებაში ქრისტეს გულისთვის; ვინაიდან როცა უძლური ვარ, მაშინ ვარ ძლიერი!

მათეს 26:41
იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. რადგან სული მოშურნეა, ხორცი კი – უძლური”.

რომაელთა 4:19
არ შესუსტებია რწმენა, როცა ხედავდა, რომ მისი სხეული, თითქმის ასი წლისა, უკვე ჩაკვდა, ხოლო სარას საშო მკვდარი იყო.

რომაელთა 8:26
ასევე სულიც გვეხმარება ჩვენს უძლურებაში; ვინაიდან არ ვიცით, რისთვის ვილოცოთ, როგორ შეეფერება, არამედ თვით სული შუამდგომლობს ჩვენთვის გამოუთქმელი ოხვრით.

ესაია 40:29
დაქანცულს ძალას აძლევს და უძლურს ძლიერებას ჰმატებს.

იოველი 3:10
სახნისებისგან მახვილები გამოჭედეთ, თოხებისგან – შუბები; დაე, თქვას სუსტმა: „ძლიერი ვარ!”

ებრაელთა 11:34
შრეტდნენ ცეცხლის ძალას, ირიდებდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლურებისგან, მაგრები იყვნენ ომში, დევნიდნენ უცხოთა ჯარებს,

რომაელთა 15:1
ხოლო ჩვენ, ძლიერთ, გვმართებს ვზიდოთ უსუსურთა უძლურება და არ ვეძებოთ საკუთარი თავის სიამე.

რომაელთა 14:1
რწმენაში უძლურნი მიიღეთ, ოღონდ არა საკამათოდ აზრთა გამო.

1 კორინთელთა 8:7-12
მაგრამ ყველას როდი აქვს ცოდნა, ვინაიდან ზოგიერთები დღემდე ჩვეულებისამებრ ჭამენ კერპთაგან, როგორც კერპთშენაწირს და ამრიგად, მათი დაუძლურებული სინდისი იბილწება. საჭმელი არ მიგვაახლოებს ღმერთთან; ვინაიდან, თუ ვჭამთ – არაფერი გვემატება და თუ არ ვჭამთ – არაფერი გვაკლდება. მაგრამ გაფრთხილდით, რომ ეს თქვენი თავისუფლება დაბრკოლება არ გახდეს უძლურთათვის. ვინაიდან, თუ ვინმე დაგინახავს შენ, რომელსაც გაქვს ცოდნა, საკერპეში მჯდომარეს, განა მისი უძლური სინდისი არ განაწყობს მას კერპთშენაწირის საჭმელად? და შენი ცოდნის მეშვეობით დაიღუპება შენი უძლური ძმა, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე. ამგვარად თუ სცოდავთ ძმების მიმართ და აჭრილობებთ მათ უძლურ სინდისს, ამით ქრისტეს მიმართ სცოდავთ.

1 კორინთელთა 9:22
უძლურებისთვის უძლური ვიყავი, რათა უძლურნი შემეძინა. ყველასთვის ყველაფერი გავხდი, რათა როგორმე მეხსნა ზოგიერთები.

ებრაელთა 12:12
მაშ, გამართეთ ჩამოყრილი ხელები და დაძაბუნებული მუხლები.

1 კორინთელთა 16:13
იფხიზლეთ, იდექით რწმენაში, იყავით ვაჟკაცურნი, იყავით ძლიერნი.

2 ტიმოთეს 1:6-8
ამ მიზეზით შეგახსენებ, გააღვივო ღვთის ნიჭი, რომელიც ჩემი ხელდასხმით არის შენში; რადგან არ მოგვცა ჩვენ ღმერთმა სიმხდალის სული, არამედ ძალის, სიყვარულისა და თავშეკავების. მაშ, ნუ შეგრცხვება ჩვენი უფლის მოწმობისა, ასევე ნურც ჩემი – მისი პატიმრისა, არამედ იტანჯე ჩემთან ერთად სახარებისთვის ღვთის ძალით,

იაკობის 1:6
ოღონდ რწმენით და ეჭვის გარეშე სთხოვოს, რადგან ეჭვიანი ზღვის ტალღას ჰგავს, ქარით ატანილსა და მიმოტაცებულს.