სულიერი დაბადება – ბიბლიური ციტატები

იოანეს 3:3
ხოლო იესომ მიუგო: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება ხელახლა, ვერ იხილავს ღმრთის სასუფეველს.

იოანეს 3:5-8
მიუგო იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში. ხორცის მიერ შობილი ხორცია და სულის მიერ შობილი – სული. ნუ გიკვირს, რომ გითხარი: ხელახლა უნდა დაიბადოთ-მეთქი. ქარი, სადაც სურს, ქრის, და გესმის მისი ხმა, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის ან საით მიდის; ასევეა სულის მიერ ყველა შობილიც.

ფსალმუნები 86:4-6
გავახსენებ რაჰაბსაა და ბაბილონს, ვინც მე მიცნობს. აჰა, ფილისტიმი და ტვიროსი ქუშთან ერთად – ეს დაიბადა იქ. სიონზე კი იტყვიან: ეს და ეს კაცი იშვა მის წიაღში, და უზენაესმა წარმართა იგი. უფალი ჩაწერს ხალხთა ნუსხაში: ეს დაიბადა აქ. სელა.

მათეს 18:3
და თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში.

იოანეს 1:12-13
ხოლო ყველას, ვინც შეიწყნარა იგი, მისცა ხელმწიფება ღმრთის შვილებად წოდებულიყვნენ; ყველას, ვისაც სწამს მისი სახელი; და ვინც არა სისხლისაგან, არა ხორცის ნებისაგან, არა მამაკაცის ნებისაგან, არამედ ღმრთისაგან იშვნენ.

1 პეტრეს 1:3
კურთხეულია ღმერთი და ჩვენი უფლის – იესო ქრისტეს მამა, რომელმაც თავისი მრავალმოწყალებისამებრ ხელახლა გვშობა ცოცხალი სასოებისთვის, იმის წყალობით, რომ მკვდრეთით აღადგინა იესო ქრისტე.

1 პეტრეს 2:2
როგორც ახალშობილმა ყრმებმა შეიყვარეთ სუფთა სულიერი რძე, რათა მისი მეოხებით იზარდოთ ხსნისთვის.

1 პეტრეს 1:23
როგორც ხელახლად შობილნი არა ხრწნადი თესლისაგან, არამედ უხრწნელისაგან, ღვთის ცოცხალი და მარადარსებული სიტყვის მიერ.

ლუკას 10:21
იმ დროს სულში გაიხარა იესომ და თქვა: „გადიდებ შენ, მამაო, უფალო ცისა და მიწისა, რადგან დაუფარე ეს ბრძენთა და გონიერთ, ჩვილებს კი განუცხადე. ჰეი, მამაო, ვინაიდან ასე იყო მოსაწონი შენს წინაშე.

ტიტეს 3:5
მან გვიხსნა არა მართალი საქმეების გამო, რომლებიც ჩვენ ჩავიდინეთ, არამედ თავისი წყალობით, ხელახლა შობის განბანითა და სულიწმიდის მიერ განახლებით,

იაკობის 1:18
მან თავისი ნებით გაგვაჩინა ჩვენ ჭეშმარიტების სიტყვით, რათა ვიყოთ ვითარცა პირველნაყოფი მის მიერ შექმნილთა შორის.

1 იოანეს 3:9
ყოველი, ვინც ღვთისაგან არის შობილი, არ სჩადის ცოდვას, ვინაიდან მისი თესლი იმყოფება მასში და არ ძალუძს შეცოდება, ვინაიდან ღვთისაგან არის შობილი.

1 იოანეს 4:7
საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგან ღვთისგანაა სიყვარული. ხოლო ყოველი, ვისაც უყვარს, ღვთისგან არის შობილი და იცნობს ღმერთს.

1 იოანეს 2:29
თუ იცით, რომ იგი მართალია, ისიც იცოდეთ, რომ ყოველი სიმართლის მოქმედი მისგან არის შობილი.

1 იოანეს 5:3-4
ვინაიდან ღვთის სიყვარული ისაა, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს. ხოლო მისი მცნებები მძიმე როდია. ვინაიდან ყოველი ღვთისგან შობილი სძლევს სოფელს. და ეს არის ძლევა, სოფლის მძლეველი, ჩვენი რწმენა.