სქესობრივი ამორალურობის მაგალითები ბიბლიის მუხლები

ლევიანნი 18:6
არავინ გაეკაროს თავის ხორცით ნათესავს, არ მიუახლოვდეს სიშიშვლის გამოსაჩენად. მე ვარ ღმერთი.

დაბადება 19:33-36
დაალევინეს თავიანთ მამას ღვინო იმ ღამეს; მივიდა უფროსი და მიუწვა მამას. ლოტმა ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა. და მეორე დღეს უთხრა უფროსმა უმცროსს: „აჰა, ვიწექი წუხელ მამაჩემთან. ამაღამაც დავალევინოთ ღვინო; მიდი, შენც მიუწექი და გავამრავლოთ მამაჩვენის შთამომავლობა”. იმ ღამითაც დაალევინეს ღვინო მამას; და უმცროსი დაც მიუწვა მამას. ლოტმა ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა. 36 და დაორსულდა ლოტის ორივე ასული თავისი მამისაგან.

დაბადება 35:22
ისრაელის ამ ქვეყანაში მკვიდრობისას დაწვა რეუბენი ბილჰასთან, მამამისის ხარჭასთან. და გაიგო ეს ისრაელმა. თორმეტი ძე ჰყავდა იაკობს.

დაბადება 38:13-18
ამცნეს თამარს: „ცხვრის გასაპარსად მიდისო შენი მამამთილი თიმნაში”. და გაიძრო მან ქვრივის სამოსელი, პირბადე ჩამოიფარა, დაიბურა და დაჯდა ყენაიმის კარიბჭესთან, თიმნას გზაზე, რადგან ნახა, რომ შელა გაიზარდა, მაგრამ ცოლად არ მიათხოვეს. ქალი რომ დაინახა იუდამ, მეძავად მიიჩნია, რადგან სახე პირბადით ჰქონდა დაფარული. მიუბრუნდა და ჰკითხა: „შემომიშვებ შენთან?” არ იცოდა, რომ რძალი იყო მისი. უთხრა ქალმა: „რას მომცემ, რომ შემოგიშვა?” უპასუხა: „თიკანს გამოგიგზავნი ფარიდან”. უთხრა თამარმა: „წინდს თუ დამიტოვებ, სანამ თიკანს გამომიგზავნი?” ჰკითხა იუდამ: „რა გინდა, რომ წინდად მოგცე?” უპასუხა ქალმა: „შენი ბეჭედი, თასმა და კვერთხი, რომელიც ხელთ გაქვს”. მისცა იუდამ და შევიდა მასთან; და დაორსულდა ქალი მისგან.

ლევიანნი 18:7-20
მამაშენის და დედაშენის სიშიშვლე არ გამოაჩინო. დედაშენია ის, არ ახადო მის სიშიშვლეს. მამაშენის ცოლის სიშიშვლე არ გამოაჩინო. ეს მამაშენის სიშიშვლეა. შენი დის, მამაშენის ან დედაშენის ასულის, სახლში ან გარეთ შობილის სიშიშვლე არ გამოაჩინო. შენი ვაჟის ან ქალიშვილის ასულის სიშიშვლეს ნუ ახდი, ვინაიდან ეს შენი სიშიშვლეა. მამაშენის ცოლის ასულის, მამაშენისგან შობილის, სიშიშვლეს ნუ ახდი: ის შენი დაა. მამაშენის დის სიშიშვლეს არ ახადო: მამაშენის სისხლია იგი. დედაშენის დის სიშიშვლეს არ ახადო, რადგან დედაშენის სისხლია იგი. მამაშენის ძმის ცოლს არ მიუახლოვდე, ნუ ახდი მის სიშიშვლეს; შენი ბიცოლაა იგი. არ ახადო შენი რძლის სიშიშვლე: შენი ძის ცოლია იგი. არ ახადო შენი ძმის ცოლის სიშიშვლეს: ეს შენი ძმის სიშიშვლეა. ნუ ახდი სიშიშვლეს დედაკაცს და მის ასულს; მისი ძისა და ქალიშვილის ასულს სიშიშვლის ასახდელად ნუ მიუახლოვდები. ერთი სისხლი აქვთ მათ. ეს გარყვნილებაა. ნუ ითხოვ შენს ცოლისდას დასთან სამტროდ, მის გვერდით სიშიშვლის ასახდელად, შენი ცოლის სიცოცხლეში. წიდოვნების დროს ნუ მიეკარები ქალს მისი სიშიშვლის ასახდელად. შენი მოყვასის ცოლთან ნუ დაწვები თესლისღვრით, რადგან შეიბილწები.

2 მეფეთა 16:22
ერდოზე გაუშალეს აბესალომს კარავი და მთელი ისრაელის თვალწინ შევიდა აბესალომი თავისი მამის ხარჭებთან.

1 კორინთელთა 5:1-2
საერთოდ კი ხმა დადის, რომ სიძვაა თქვენში, თანაც ისეთი, რომლის მსგავსი წარმართებშიც არ არის, რომ ვიღაცას მამის ცოლი შეურთავს. თქვენ კი ქედმაღლობთ, იმის ნაცვლად, რომ იგლოვოთ და მოიკვეთოთ ასეთი საქმის ჩამდენი.

2 მეფეთა 11:4
მოციქულები გაგზავნა დავითმა და წამოაყვანინა ქალი, და როცა მოვიდა ქალი, დაწვა მასთან დავითი. განიწმიდა თავისი უწმიდურებისგან და დაბრუნდა ქალი თავის სახლში.

იერემია 23:14
იერუსალიმის წინასწარმეტყველებში საშინელება დავინახე: მრუშობენ, სიცრუეში დადიან და ბოროტმოქმედებს უჭერენ მხარს, რათა არც ერთი მათგანი არ მობრუნდეს თავისი ბოროტებისგან. ყველანი სოდომივით გახდნენ, გომორას მკვიდრებივით.

იერემია 29:23
რადგან უგუნურად იქცეოდნენ ისრაელში, მრუშობდნენ მოყვასთა ცოლებთან და სიცრუეს ლაპარაკობდნენ ჩემი სახელით, რაც მე არ მიბრძანებია; მე ვარ ამის მოწმე, ამბობს უფალი.

ოსია 1:2
როცა იწყო უფალმა ოსიას პირით ლაპარაკი, უთხრა ოსიას: „წადი, მოიყვანე ცოლად გარყვნილი ქალი და იყოლიე გარყვნილების შვილები; რადგან საშინელი მრუშობით გაირყვნა ქვეყანა და განუდგა უფალს”.

იოანეს 4:17-18
დედაკაცმა მიუგო: „ქმარი არა მყავს”. იესომ უთხრა: „მართალი თქვი, ქმარი არ მყავსო, რადგან ხუთი ქმარი გყავდა; ხოლო ის, ვინც ახლა გყავს, არც ის არის შენი ქმარი. ეს მართალი თქვი”.

1 კორინთელთა 6:15-16
ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეულები ქრისტეს ასოები არიან? განა ქრისტეს ასოებს ავიღებ და მეძავის ასოებად ვაქცევ? არამც და არამც! ანდა ნუთუ არ იცით, რომ ვინც მეძავს უერთდება, ერთი სხეული ხდება მასთან ერთად? რადგან ნათქვამია: იქნება ორი ერთ ხორცად.


მსგავსი თემები:

სქესობრივი ამორალურობა