სიწმინდეების ტარება ბიბლიის მუხლები

რიცხვნი 10:21
შემდეგ აიყარნენ კოჰათიანები, საწმიდრის მზიდველნი; მათ მისვლამდე კარავი უკვე აღმართული იყო.

რიცხვნი 1:50
არამედ დაადგინე ლევიანები საკრებულო კარვის მსახურებაზე, მთელ მის აღჭურვილობასა და ყოველივეზე, რაც მასშია. მათ ატარონ კარავი და მთელი მისი მოწყობილობა, და ემსახურონ მას, და კარვის გარშემო დაბანაკდნენ.

მეორე რჯული 10:8
იმ დროს გამოაცალკევა უფალმა ლევის ტომი, რომ ეტარებინათ უფლის აღთქმის კიდობანი უფლის წინაშე, ემსახურათ მისთვის და ეკურთხებინათ მისი სახელით, როგორც დღევანდლამდე არის.

მეორე რჯული 31:9
და დაწერა მოსემ ეს რჯული და მისცა იგი ლევიან მღვდლებს, რომლთაც უფლის აღთქმის კიდობნის ტარება ევალებოდათ, და – ისრაელის ყველა უხუცესს.

მეორე რჯული 31:25
ასე უბრძანა ლევიანებს, უფლის აღთქმის კიდობნის მტვირთველთ:

რიცხვნი 4:15
როცა აარონი და მისი ძენი დაასრულებენ საწმიდრისა და ყოველი წმიდა ჭურჭლის დაბურვას ბანაკის აყრისას, მხოლოდ ამის შემდეგ მოვიდნენ კოჰათიანები ასაწევად. არ უნდა მიეკარონ საწმიდარს, რათა არ დაიხოცონ. ესაა საკრებულო კარვის ტვირთი კოჰათიანთათვის.

რიცხვნი 7:9
ხოლო კოჰათიანებს არ მისცა, რადგან მათი სამსახური იყო საწმიდრის ტარება; მხრებით უნდა ეტარებინათ ის.

1 ნეშტთა 15:2
მაშინ თქვა დავითმა: ლევიანთა გარდა არავინ ატაროს კიდობანი, რადგან ისინი ამოირჩია უფალმა ღვთის კიდობნის მტარებლებად და მუდმივ მსახურებად.

1 ნეშტთა 15:15
და ასწიეს ლევიანებმა ღვთის კიდობანი და, როგორც მოსეს ჰქონდა ნაბრძანები მათთვის უფლის სიტყვისამებრ, კეტებით შეიდგეს მხრებზე.

ესაია 52:11
გაშორდით, გაშორდით, გამოდით იქიდან, ნუ შეეხებით უწმიდურს, გამოდით იქიდან, განიწმიდეთ, უფლის ჭურჭლის მტვირთველნო!

გამოსვლა 27:7
გაეყაროს მისი კეტები რგოლებში და იყოს ისინი სამსხვერპლოს ორივე გვერდზე, მის სატარებლად.