მათეს 10:39
ვინც ჰპოვებს თავის სიცოცხლეს, დაკარგავს მას; ხოლო ვინც ჩემთვის დაკარგავს თავის სიცოცხლეს, ჰპოვებს მას.
მათეს 16:25
რადგან ვისაც თავისი სულის გადარჩენა სურს, დაღუპავს მას; ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაიღუპავს სულს, იგი მოიპოვებს მას.
მარკოზის 8:35
რადგან, ვისაც სულის შენარჩუნება სურს, იგი დაკარგავს მას; ხოლო ვინც ჩემი ანდა სახარების გულისთვის დაკარგავს სულს, იგი შეინარჩუნებს მას.
ლუკას 9:24
ვინაიდან, ვისაც სურს თავისი სული იხსნას, იგი დაღუპავს მას; ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაღუპავს თავის სულს, იგი იხსნის მას.
ლუკას 17:33
ვინც ეცდება შეინარჩუნოს თავისი სიცოცხლე, დაკარგავს მას; ხოლო ვინც დაკარგავს თავის სიცოცხლეს, შეინარჩუნებს მას.
იოანეს 12:25
ვისაც უყვარს თავისი სიცოცხლე, დაკარგავს მას. ხოლო, ვისაც სძულს თავისი სიცოცხლე ამ წუთისოფელში, საუკუნო სიცოცხლისთვის შეინახავს მას.
მათეს 16:26
რა სარგებლობა აქვს ადამიანს, თუნდაც მთელი ქვეყანა შეიძინოს, სულს კი დაკარგავს? ან რას გაიღებს ადამიანი თავისი სულის სანაცვლოდ?
მარკოზის 8:36
რა სარგებელი აქვს ადამიანს, თუ მთელ წუთისოფელს შეიძენს, თავის სულს კი ავნებს?
ლუკას 9:25
რადგან რა სარგებელია ადამიანისთვის, თუ მთელ წუთისოფელს შეიძენს, თავის თავს კი დაღუპავს ან ავნებს?
ფილიპელთა 3:7-8
მაგრამ, რაც ჩემთვის მოგება იყო, წაგებად ჩავთვალე ქრისტეს გულისთვის. ახლაც ყველაფერი წაგებად მიმაჩნია ჩემი უფლის იესო ქრისტეს შეცნობის უპირატესობის გამო, რისთვისაც უარი ვთქვი ყოველივეზე და ყველაფერს ნაგვად მივიჩნევ, რათა ქრისტე შევიძინო;