იგავნი 15:24
ბრძენის ცხოვრების გზა აღმავალია, რათა დაბლა ქვესკნელს განერიდოს.
იგავნი 3:22
და იქნებიან სიცოცხლედ შენი სულისთვის და მადლის სამკაულად – შენი ყელისთვის.
იგავნი 8:35
რადგან ჩემი მპოვნელი სიცოცხლეს ჰპოვებს და კეთილგანწყობას იღებს უფლისგან.
იგავნი 16:22
გონიერება სიცოცხლის წყაროა მისი პატრონისთვის, უგუნურთა შეგონება კი სისულელეა.
იგავნი 9:6
მიატოვეთ გულუბრყვილობა, იცოცხლეთ, იარეთ გონიერების გზით”.
იგავნი 4:13
ჩაეჭიდე დარიგებას, არ გაუშვა, დაიცავი, რადგან შენი სიცოცხლეა იგი.
იგავნი 10:17
დარიგების შემნახველი სიცოცხლის ბილიკით დადის, შეგონების წამყრუებელი კი გზას ასცდა.
იგავნი 13:14
ბრძენისგან დამოძღვრა სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის მახეების ამრიდებელი.
იგავნი 6:23
რადგან, მცნება ლამპარია და სწავლება – სინათლე, ხოლო სამხილებელი შეგონება ცხოვრების გზაა.
იგავნი 5:6
სიცოცხლის გზაზე არ ფიქრობს, არამყარია მისი გზები, ვერაფერი გაუგია.