იერემია 4:27-28
რადგან ასე ამბობს უფალი: მთელი ეს ქვეყანა უდაბნოდ იქცევა, მაგრამ საბოლოოდ არ მოვსპობ. ამაზე იგლოვებს დედამიწა და მაღლა ცა დაბნელდება, რადგან მე უკვე ვთქვი ჩემი განაჩენი და არ ვნანობ და უკან არ დავიხევ.
ამოსი 8:9
იმ დღეს იქნება, – ამბობს უფალი ღმერთი, – რომ შუადღისას ჩავიყვან მზეს და დღისით მზისით დავაბნელებ ქვეყანას.
იობი 3:9
დაე, დაბნელდნენ მისი განთიადის ვარსკვლავები, ელოდოს ნათელს და არ ჩანდეს, და ვერ იხილოს სხივი ცისკრისა.
ეზეკიელი 30:18
თახფანხესში დღე დაბნელდება, როცა დავლეწავ იქ ეგვიპტის უღელს და შეწყდება იქ ამპარტავნება მისი ძლიერებისა. ღრუბელი დაფარავს მას და ტყვეობაში წავლენ მისი ასულნი.
იერემია 2:6
და არც უთქვამთ: სად არისო უფალი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგვიყვანა? უდაბნოში გვატარა, შიშველ და უკაცრიელ მიწაზე, ურწყულ და სიკვდილის აჩრდილთა ქვეყანაში, ქვეყანაში, სადაც არავის გაუვლია და სადაც კაცისშვილს არ უცხოვრია.
ეზეკიელი 34:12
როგორც მწყემსი ეძებს თავის ცხვარს, როცა თავის გაფანტულ ფარაში ჩადგება, მეც ისე მოვძებნი ჩემს ცხვარს და დავიხსნი ყველა იმ ადგილიდან, სადაც კი გაიფანტნენ ნისლიან და ღრუბლიან დღეს.
მათეს 27:45
მეექვსე საათიდან ცხრა საათამდე ბნელმა მოიცვა მთელი დედამიწა.
გამოცხადება 9:2
და გახსნა მან უფსკრულის ჯურღმული და ამოვარდა კვამლი ჯურღმულიდან, როგორც დიდი ქურის კვამლი. და დაბნელდა მზე და ჰაერი ჯურღმულის კვამლისაგან.