მათეს 25:30
ეს უვარგისი მონა კი გააგდეთ გარესკნელის ბნელში. იქნება იქ მოთქმა და კბილთა ღრჭენა.’
მათეს 22:12-14
და ეუბნება მას: ‘მეგობარო, აქ როგორ შემოხვედი, საქორწილო სამოსი რომ არ გაცვია?’ ის კი დუმდა. მაშინ უთხრა მეფემ თავის მსახურებს: ‘შეუკარით მაგას ხელ-ფეხი და გააგდეთ გარესკნელის ბნელში. და იქნება იქ მოთქმა და კბილთა ღრჭენა.’ რადგან წვეულნი ბევრნი არიან, რჩეულნი კი მცირედნი.“
2 პეტრეს 2:17
ესენი არიან დამშრალი წყაროები და ქარიშხლისგან დევნილი ღრუბლები. მათთვის უკუნი წყვდიადია გამზადებული.
გამოცხადება 16:10-11
და გადმოღვარა მეხუთემ თავისი ფიალა მხეცის ტახტზე და დაბნელდა მისი სამეფო და ტკივილისაგან ენებს იჭამდნენ. გმობდნენ ზეციერ ღმერთს თავიანთი ტკივილებისა და ჭრილობების გამო და არ მოინანიეს თავიანთი საქმეები.
ესაია 8:22
ან მიწას დახედავს და, აჰა, ყველგან ვაება და წყვდიადი. უკუნეთში არიან განდევნილი. მაგრამ აღარ იქნება წყვდიადი ჩაგრულთათვის.
რომაელთა 11:10
დაიბინდოს მათი თვალები, რათა ვერ ხედავდნენ, ხოლო მათი ხერხემალი სამუდამოდ მრუდი იყოს.”
ესაია 5:30
და დაიღმუვლებენ მასზე იმ დღეს ზღვის ღმუილით. და ვინც შეხედავს ქვეყანას, დაინახავს სიბნელეს და უბედურებას; და სინათლეც დაბნელდება მის ბურუსში.
მეორე რჯული 28:28-29
მოგსრავს უფალი სიგიჟით და სიბრმავით, და შეშლილობით, და ხელის ცეცებით ივლი შუადღისას, როგორც ბრმა დადის ხელის ცეცებით წყვდიადში. და ხელი მოგეცარება შენს გზებზე და იქნები დათრგუნული და გაძარცვული დღენიადაგ, და არავინ გიშველის.
ნაუმი 1:8
მოვარდნილი ღვართქაფივით წალეკავს მის ადგილს, და თავის მტრებს ჩარეკავს წყვდიადში.
იოველი 2:31
მზე დაბნელდება და მთვარე გასისხლიანდება, სანამ დადგებოდეს უფლის დღე, დიდი და საშინელი.