ფსალმუნები 82:5
მოითათბირეს ერთსულოვნად, შენს წინააღმდეგ შეკრეს პირობა;
იერემია 11:9
და მითხრა უფალმა: „შეთქმულება აღმოჩნდა იუდას კაცებსა და იერუსალიმის მცხოვრებთა შორის.
ესაია 8:12
„ნუ უწოდებთ შეთქმულებას ყოველივე იმას, რასაც ეს ხალხი უწოდებს შეთქმულებას; და ნუ შეგეშინდებათ იმისი, რისიც მას ეშინია, და ნუ დაფრთხებით.
ფსალმუნები 82:3
შენი ერის საწინააღმდეგოდ მზაკვრობენ საიდუმლოდ და თათბირობენ მათზე, ვისაც შენ იფარავ.
2 მეფეთა 15:31
და შეატყობინეს დავითს: „ახითოფელიც შეთქმულებაში არის აბესალომთან.” და თქვა დავითმა: „ჩაშალე, უფალო, ახითოფელის თათბირი.”
3 მეფეთა 16:20
ზიმრის დანარჩენი საქმენი და შეთქმულება, რომელიც მან მოაწყო, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
ამოსი 7:10-11
შეუთვალა ამაციამ, ბეთელის მღვდელმა, იერობყამს, ისრაელის მეფეს: შეთქმულებას გიწყობს ამოსი შუაგულ ისრაელის სახლში. მიწა ვერ აიტანს მის სიტყვებს; რადგან ასე ამბობს ამოსი: „მახვილით მოკვდება იერობყამი და ტყვედ წავაო ისრაელი თავისი ქვეყნიდან.”
ეზეკიელი 22:25
მის წინასწარმეტყველთა შეთქმულებაა მის შიგნით, როგორც მბრდღვინავი ლომი, დამგლეჯი ნადავლისა. სულს ჭამდნენ, ქონება და ძვირფასეულობა მიჰქონდათ, ქვრივები მრავლდებოდნენ მის შიგნით,
იოანეს 11:53
იმ დღიდან გადაწყვიტეს, მოეკლათ იგი.
2 მეფეთა 15:12
და გილონელი ახითოფელიც, დავითის მრჩეველი, დაიბარა აბესალომმა მისი ქალაქიდან, გილოდან, მსხვერპლშეწირვაზე. და განმტკიცდა შეთქმულება და უამრავმა ხალხმა იწყო დენა აბესალომისკენ.