ლუკას 9:26
რადგან, ვისაც შერცხვება ჩემი და ჩემი სიტყვებისა, კაცის ძესაც შერცხვება მისი, როცა მოვა თავისი მამისა და წმიდა ანგელოზების დიდებით.
1 პეტრეს 4:16
ხოლო თუ ვინმე იტანჯება, როგორც ქრისტიანი, ნუ შერცხვება, არამედ ადიდოს ღმერთი ამის გამო.
2 ტიმოთეს 2:15
ეცადე შენი თავი წარუდგინო ღმერთს ღირსეულად, შეურცხვენელ მუშაკად, ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადამცემად.
იერემია 2:36
როგორ ამცირებ შენს თავს, შენს გზას რომ იცვლი. ეგვიპტისგანაც შერცხვები შენ, როგორც აშურისაგან შერცხვი.
ამოსი 6:10
როცა ნათესავი ან ჭირისუფალი აიღებს მათ, რომ სახლიდან გაიტანოს მათი ძვლები, და ეტყვის სახლის შიგნით მყოფს, თუ დაგრჩა ვინმეო, ისიც უპასუხებს: არავინო, უთხრას: „ჩუმად! რადგან არ ეგების უფლის სახელის ხსენება.”
მათეს 5:15
სანთელს რომ აანთებენ, ჭურჭელქვეშ კი არ დგამენ, არამედ სასანთლეზე, რომ ყველას გაუნათოს სახლში.
მათეს 27:3
როცა იუდამ, მისმა გამცემმა, დაინახა, რომ მას მსჯავრი დასდეს, ინანა და უკან მიუბრუნა ოცდაათი ვერცხლი მღვდელმთავრებს და უხუცესებს,
რომაელთა 1:16
ვინაიდან მე არ მრცხვენია სახარებისა, რადგან ღვთის ძალაა იგი ყოველი მორწმუნის სახსნელად, ჯერ იუდეველისა და მერე ბერძენისაც.
ეზეკიელი 16:63
რათა გაიხსენო და შეგრცხვეს და აღარ გქონდეს შენ მეტად გასახსნელი პირი შენი სირცხვილის გამო, როდესაც მოგიტევებ ყოველივეს, რაც გააკეთე.” – სიტყვა უფალი ღმერთისა.
ესაია 24:23
გაწბილდება მთვარე და შერცხვება მზეს, რადგან უფალი ცაბაოთი გამეფდება სიონის მთაზე და იერუსალიმში. და დიდება იქნება მის უხუცესთა წინაშე. უფალო, ჩემი ღმერთი ხარ შენ! გადიდებ შენ, მადლობას მივაგებ შენს სახელს, რადგან საოცრება მოიმოქმედე,
იერემია 3:3
და შეკავებული იყო წვიმები და გაზაფხულის წვიმა არ იყო, მაგრამ შენ გქონდა მეძავი ქალის შუბლი – უკუაგდე სირცხვილი.