შეგონების ობიექტები ბიბლიის მუხლები

ლუკას 3:17
მისი ფიწალი მის ხელთ არის, იგი გაწმედს თავის კალოს და ბეღელში მოაგროვებს ხორბალს, ბზეს კი ჩაუქრობელი ცეცხლით დაწვავს”.

საქმეები 14:22
ამხნევებდნენ და შეაგონებდნენ მოწაფეებს, რომ მტკიცედ მდგარიყვნენ რწმენაში. ეუბნებოდნენ: მრავალი ჭირის მეშვეობით უნდა შევიდეთო ღვთის სამეფოში.

ტიტეს 1:9
სარწმუნო სიტყვის მიმდევარი, მოძღვრების მიხედვით, რომ საღი მოძღვრებით შეეძლოს შეგონება და მოწინააღმდეგეთა მხილება.

1 თესალონიკელთა 5:14
და, აჰა, შეგაგონებთ თქვენ, ძმებო, დაარიგეთ უწესონი, ანუგეშეთ სულმოკლენი, მხარი დაუჭირეთ უძლურებს და სულგრძელნი იყავით ყველას მიმართ.

ტიტეს 3:1
შეახსენე მათ – დაემორჩილონ და მოუსმინონ გამგებლებსა და ხელისუფალთ, მზად იყვნენ ყოველგვარი კეთილი საქმისთვის.

რომაელთა 12:8
თუ შემგონებელია – შეგონებით, გამჩუქებელია – უბრალოებით, უფროსია – სიბეჯითით და ქველმოქმედია – ხალისით.

ტიტეს 2:15
ეს ელაპარაკე, შეაგონე და ამხილე მთელი ძალაუფლებით და ნურც უგულებელგყოს ვინმემ.

2 ტიმოთეს 4:1-5
გიმოწმებ ღვთისა და ქრისტე იესოს წინაშე, რომელიც განიკითხავს ცოცხლებსა და მკვდრებს თავისი მოსვლითა და თავისი სამეფოთი, რომ დაჟინებით იქადაგო სიტყვა მოსახერხებელ და მოუხერხებელ დროს, ამხილო, შერისხო, შეაგონო მთელი სულგრძელობითა და სწავლებით. ვინაიდან დადგება დრო, როცა საღ მოძღვრებას ვეღარ აიტანენ, არამედ თავიანთი გულისთქმებისამებრ შემოიკრებენ ყურის მომქავებელ მასწავლებლებს. ჭეშმარიტებას ყურს აარიდებენ და ზღაპრებისკენ მიმართავენ. შენ კი ფხიზლად იყავი ყველაფერში, ტანჯვას გაუძელი, აკეთე მახარებლის საქმე, აღასრულე შენი მსახურება.