გამოსვლა 31:16
და დაიცვან ისრაელიანთ შაბათი, იზეიმონ შაბათი თაობიდან თაობამდე საუკუნო აღთქმად.
ლევიანნი 19:3
თითოეულს თავისი დედ-მამის შიში და კრძალვა ჰქონდეს, და ჩემი შაბათები დაიცავით; მე ვარ უფალი ღმერთი თქვენი.
ლევიანნი 19:30
ჩემი შაბათები დაიცავით და თაყვანი ეცით ჩემს საწმიდარს; მე ვარ უფალი.
მეორე რჯული 5:15
გახსოვდეს, რომ მონა იყავი ეგვიპტელთა ქვეყანაში, და გამოგიყვანა უფალმა, შენმა ღმერთმა, იქიდან ძლიერი ხელით და აღმართული მკლავით. ამისათვის გიბრძანა შენ უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ დაიცვა შაბათი დღე.
ესაია 56:4-5
რადგან ასე ამბობს უფალი: „საჭურისები, რომლებიც ჩემს შაბათებს იცავენ, ჩემთვის საწადელს ირჩევენ და ჩემს აღთქმას ეჭიდებიან; მივცემ მათ ჩემს სახლში და ჩემს კედლებში სახსენებელს და სახელს, ჩემს ძეებზე და ასულებზე უკეთესს; მარადიულ სახელს მივცემ მათ, რომელიც არ წაიშლება
გამოსვლა 16:23
უთხრა მათ: „აი, რა თქვა უფალმა: ხვალ უქმეა, უფლის წმიდა შაბათი; რასაც გამოაცხობთ, გამოაცხეთ და რასაც მოხარშავთ, მოხარშეთ; რაც მოგრჩებათ დილისთვის შეინახეთ“..
გამოსვლა 16:25
უთხრა მოსემ: „ჭამეთ დღეს, რადგან უფლის შაბათია. დღეს ვერაფერს იპოვით ველზე.
გამოსვლა 16:29
იცოდეთ, შაბათი რომ მოგცათ უფალმა, ამიტომ მოგცათ მეექვსე დღეს ორი დღის პური; იჯდეს თითოეული თავისთან, არავინ არსად გავიდეს მეშვიდე დღეს“.
გამოსვლა 31:15
ექვს დღეს აკეთონ საქმე, ხოლო მეშვიდე დღე – შაბათი, უფლისმიერი უქმეა, უფლისთვის წმიდა; და ყოველი, ვინც შაბათ დღეს საქმეს გააკეთებს, უსათუოდ მოკვდება.
ლევიანნი 25:4
მეშვიდე წელი დასვენების შაბათი იყოს მიწისთვის, ეს უფლის შაბათია: არ დათესო ყანა და ნუ გასხლავ ვენახს.
იერემია 17:22
შაბათ დღეს არც სახლებიდან გამოიტანოთ ტვირთი და არც არავითარი სამუშაო არ შეასრულოთ. წმიდა ჰყავით შაბათი დღე, როგორც თქვენს მამებს ვუბრძანე.
მათეს 12:8
რადგან ძე კაცისა შაბათის უფალიც არის“.
მარკოზის 2:27
უთხრა: „შაბათი ადამიანისთვის არის შექმნილი და არა ადამიანი შაბათისთვის.
იოანეს 5:9
იგი მყისვე გამოჯანსაღდა. აიღო თავისი სარეცელი და გაიარა. იმ დღეს კი შაბათი იყო
ებრაელთა 4:9
ესეიგი, შაბათის სიმშვიდე კვლავ რჩება ღვთის ხალხისთვის..