სასჯელი საქმეთა მიხედვით ბიბლიური ციტატები

გამოცხადება 20:11-15
ვიხილე დიდი თეთრი ტახტი და ზედ მჯდომი, ვისგანაც გარბოდა ცა და დედამიწა, და არ მოინახა მათთვის ადგილი. ვიხილე მკვდრები, დიდები და პატარები, რომლებიც ტახტის წინ იდგნენ, და გადაშლილი წიგნები; გადაშლილი იყო სხვა წიგნიც, რომელიც სიცოცხლის წიგნია; და განკითხულ იქნენ მკვდრები წიგნებში ნაწერიდან, მათი საქმეებისამებრ. მისცა ზღვამ მასში მყოფი მკვდრები; და სიკვდილმა და ჯოჯოხეთმაც მისცეს მათში მყოფი თავიანთი მკვდრები; და თითოეული განკითხულ იქნა თავისი საქმეებისამებრ. სიკვდილი და ჯოჯოხეთი ჩაყრილ იქნენ ცეცხლის ტბაში; ეს არის მეორე სიკვდილი, ცეცხლის ტბა. ვინც არ აღმოჩნდა სიცოცხლის წიგნში ჩაწერილი, ცეცხლის ტბაში იქნა ჩაგდებული.

რომაელთა 6:23
ვინაიდან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის საჩუქარი – მარადიული სიცოცხლე ჩვენს უფალში, ქრისტე იესოში.

რომაელთა 1:27
ასევე მამაკაცებმაც მიატოვეს ქალის ბუნებრივი ურთიერთობის წესი და ავხორცობით გახურდნენ ერთიმეორის მიმართ. მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სამარცხვინოს, და მიიღეს საკადრისი საზღაური თავიანთი ცდუნებისათვის.

იერემია 17:10
მე, უფალი, ვიკვლევ გულს და ვცდი თირკმელებს, რათა თითოეულს თავის საქმეთა მიხედვით მივაგო”.

ეზეკიელი 16:59
რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: მეც ისე მოგექცევი, როგორც შენ მოიქეცი, როცა აბუჩად აიგდე ფიცი და აღთქმა დამირღვიე.

დაბადება 9:6
ვინც ადამიანის სისხლს დაღვრის, მისი სისხლი ადამიანის მიერვე დაიღვრება, რადგან ღვთის ხატად შეიქმნა ადამიანი.

დაბადება 6:7
თქვა უფალმა: „აღვგვი მიწის პირისაგან კაცს, ჩემ მიერ გაჩენილს, ასევე პირუტყვს, ქვეწარმავალსა და ცის ფრინველს, რადგან ვნანობ, რომ შევქმენი ისინი”.

მათეს 11:21-24
„ვაი შენ, ქორაზინო, და ვაი შენ, ბეთსაიდავ! ვინაიდან ტვიროსსა და სიდონში რომ მომხდარიყო ძალთაქმედებანი, რომლებიც თქვენთან მოხდა, დიდი ხნის წინ ჯვალოსა და ნაცარში მოინანიებდნენ. მაგრამ გეუბნებით თქვენ: ტვიროსსა და სიდონს უფრო გაუადვილდებათ განკითხვის დღეს, ვიდრე თქვენ. შენ კი, კაპერნაუმო, ცამდე კი არ ამაღლდები, ჯოჯოხეთამდე დაეშვები! ვინაიდან სოდომში რომ მომხდარიყო ის ძალთაქმედებანი, შენში რომ მოხდა, დღემდე შემორჩებოდა. მეტსაც გეტყვით: სოდომის მიწას უფრო გაუადვილდება განკითხვის დღეს, ვიდრე შენ”.

ესაია 64:6-7
უწმიდურივით გავხდით ყველანი და ყოველი ჩვენი მართალი საქმე ბინძური სამოსელივითაა; ფოთოლივით დავჭკნით ყველანი და ქარივით წაგვიღებს ჩვენი უმართლობა. არავინაა შენს სახელს რომ მოუხმობდეს, თავს რომ იფხიზლებდეს, რათა მოგეჭიდოს, რადგან სახე დაგვიმალე და ჩვენსავე უმართლობას გადაგვეცი.

ლევიანნი 24:17
კაცის მკვლელი უნდა მოკვდეს.