საკუთარი თავის მოტყუება – ბიბლიური ციტატები

იერემია 17:9
ცბიერია გული კაცისა, უკუღმართია, ვინ შეიცნობს მას?

ესაია 47:10
რადგან დაიმედებული ხარ ბოროტის ქმნაზე, შენ გაიძახი: „ვერავინ მხედავს!“ შენმა სიბრძნემ და შენმა ცოდნამ გაცდუნა; შენ ამბობ გულში: „მე ვარ და არავინ არის ჩემს გარდა!“

1 კორინთელთა 3:18
ნურავინ მოიტყუებს თავს. თუ ვინმეს თავისი თავი ბრძენი ჰგონია ამ საუკუნის სიბრძნით, უგუნური გახდეს, რათა ბრძენად იქცეს.

იაკობის 1:16
ნუ შეცდებით, ჩემო საყვარელო ძმებო.

გალატელთა 6:3-4
რადგან, ვისაც თავისი თავი რაიმე ჰგონია და ამ დროს არაფერიც არ არის, ის თავს იტყუებს. ხოლო თვითეულმა თავისი საქმე გამოსცადოს და მაშინ ექნება სიქადული თავის თავში და არა სხვაში.

იაკობის 1:22-24
იყავით სიტყვის შემსრულებელნი და არა მხოლოდ მომსმენნი თავის მოსატყუებლად. რადგან, თუ ვინმე ისმენს სიტყვას და არ ასრულებს, ჰგავს ადამიანს, რომელიც თავის ბუნებრივ სახეს სარკეში ათვალიერებს, – შეხედავს თავის თავს, მიდის და მყისვე ავიწყდება, როგორია.

იერემია 42:20
რადგან თქვენ თვითონ შესცოდეთ თქვენს წინაშე! თქვენ გამაგზავნეთ უფალთან, თქვენს ღმერთთან, და მითხარით: შეევედრეო ჩვენზე უფალს, ჩვენს ღმერთს, და ყოველივეს, რასაც უფალი, ჩვენი ღმერთი, იტყვის, გავაკეთებთო.

იგავნი 14:8
გონიერის სიბრძნე თავისი გზის გაგნებაა, ბრიყვთა სისულელე კი – ცდომა.

იაკობის 1:26
თუ რომელიმე თქვენგანს ჰგონია, რომ ღვთისმოსავია, ენას კი არ ალაგმავს, ის თავის გულს აცდუნებს; ფუჭია მისი ღვთისმოსაობა.

1 იოანეს 1:6-8
თუ ვამბობთ, რომ თანაზიარება გვაქვს მასთან და ბნელში კი დავდივართ, ვცრუობთ და არ ვიქმთ ჭეშმარიტებას. ხოლო თუკი ნათელში დავდივართ, როგორც ის არის ნათელში, მაშინ თანაზიარება გვაქვს ერთმანეთთან და მისი ძის, იესოს სისხლი გვწმედს ყოველი ცოდვისაგან. თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში.

1 კორინთელთა 15:33
ნუ მოტყუვდებით: „ცუდი წრე ხრწნის კეთილ ჩვევებს.“

გალატელთა 6:7
ნუ მოტყუვდებით: ღმერთი არ შეურაცხყოფს, ვინაიდან, რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის.

მეორე რჯული 11:16
მაგრამ გაფრთხილდით, რომ არ შეცდეს თქვენი გული და არ გადაუხვიოთ და არ ემსახუროთ უცხო ღმერთებს, და არ ეთაყვანოთ.

იობი 15:31
ნუ ირწმუნებს ამაოებას იგი, ვინც თავს იტყუებს, რადგან ამაოება იქნება მისი საზღაური.

Close
Close