1 ტიმოთეს 6:12
იბრძოლე რწმენის კეთილი ბრძოლით, ჩაეჭიდე მარადიულ სიცოცხლეს, რომლისკენაც ხარ მოწოდებული, და მრავალი მოწმის წინაშე აღიარე კეთილი აღსარება.
2 ტიმოთეს 4:7
კეთილი ბრძოლით ვიბრძოდი, განვვლე ასპარეზი, რწმენა შევინარჩუნე.
იუდა 1:3
საყვარელნო! ძალიან მონდომებული ვიყავი თქვენთვის მოსაწერად ჩვენს საერთო ხსნაზე. საჭიროდ ვცანი მომეწერა თქვენთვის გასამხნევებლად, რომ იბრძოლოთ რწმენისათვის, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გადაეცა წმიდებს.
გამოსვლა 14:14
უფალი იბრძოლებს თქვენთვის, თქვენ კი იყუჩეთ”.
ებრაელთა 10:32
გაიხსენეთ უწინდელი დღეები, როცა სინათლე მოგეფინათ და მრავალი ტანჯვა დაითმინეთ.
ებრაელთა 11:34
შრეტდნენ ცეცხლის ძალას, ირიდებდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლურებისგან, მაგრები იყვნენ ომში, დევნიდნენ უცხოთა ჯარებს,
იაკობის 1:12
ნეტარია კაცი, რომელიც გაუძლებს განსაცდელს, რადგან, რაკი გამოიცდება, მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, რომელიც თავის მოყვარულებს აღუთქვა ღმერთმა.
გამოცხადება 2:10
ნუ შეგეშინდება ნურაფრისა, რისი გადატანაც მოგიწევს. აჰა, ზოგიერთ თქვენგანს საპყრობილეში ჩააგდებს ეშმაკი, რათა გამოიცადოთ. გექნებათ ჭირი ათ დღეს. სიკვდილამდე ერთგული იყავი და მოგცემ სიცოცხლის გვირგვინს.
ფილიპელთა 2:12
ამიტომ, ჩემო საყვარელნო, როგორც ყოველთვის, იყავით მორჩილნი, არა მარტო მაშინ, როცა მანდ ვარ, არამედ უფრო მეტად ახლა, როცა მანდ არა ვარ. შიშითა და ძრწოლით იღვაწეთ თქვენს სახსნელად,
1 კორინთელთა 9:24-27
განა არ იცით, რომ ასპარეზზე ყველანი გარბიან, მაგრამ მხოლოდ ერთი იღებს ჯილდოს? მაშ, ირბინეთ ისე, რომ ჯილდო მოიპოვოთ. ყველა, ვინც იღწვის, თავს იკავებს ყველაფრისგან; ისინი – ხრწნადი გვირგვინის მისაღებად, ჩვენ კი – უხრწნადისა. ამიტომ მეც გავრბივარ, მაგრამ არა უმიზნოდ, და არც ისე ვიქნევ მუშტებს, ვითომ ჰაერს ვცემდე; არამედ ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა სხვებს რომ ვუქადაგებ, თვითონ უღირსი არ აღმოვჩნდე.