რომაელთა არმიები ბიბლიის მუხლები

ლუკას 2:1
იმ დღეებში გამოვიდა კეისარ ავგუსტუსის ბრძანება: აღეწერათ მთელი მსოფლიო.

იოანეს 18:28
კაიაფასგან იესო პრეტორიუმში წაიყვანეს. ადრე იყო და პრეტორიუმში არ შესულან, რათა არ გაუწმიდურებულიყვნენ, რომ პასექის ჭამა შესძლებოდათ.

მათეს 8:5
როცა კაპერნაუმში შევიდა, ასისთავი მივიდა მასთან, შეევედრა

მათეს 27:54
ხოლო ასისთავსა და მათ, ვინც მასთან ერთად დარაჯობდა იესოს, მიწისძვრა და ყოველივე მომხდარი რომ ნახეს, მეტისმეტად შეეშინდათ და თქვეს: „ეს ჭეშმარიტად ღვთის ძე იყო.”

ლუკას 23:47
ასისთავმა რომ იხილა მომხდარი, ღმერთი ადიდა და თქვა: „ჭეშმარიტად, ეს კაცი მართალი იყო.”

საქმეები 10:1
იყო ერთი კაცი კესარიაში, სახელად კორნელიოსი, იტალიურად წოდებული კოჰორტის ასისთავი.

საქმეები 21:31
როცა მოკვლა დაუპირეს, რაზმის ათასისთავს მიუვიდა ამბავი, მთელი იერუსალიმი ამბოხდაო.