ქრისტიანების სახელწოდებები ბიბლიის მუხლები

საქმეები 5:14
სულ უფრო და უფრო ემატებოდნენ უფალს მორწმუნეები, მრავალი კაცი და ქალი.

1 თესალონიკელთა 1:4
ვიცით რა თქვენი რჩეულება, ღვთის საყვარელნო ძმანო.

ებრაელთა 3:1
ამიტომ, ძმანო წმიდანო, ზეციური მოწოდების ზიარნო, დაუკვირდით მოციქულსა და ჩვენი აღსარების მღვდელმთავარს, იესო ქრისტეს,

2 კორინთელთა 6:13
ხოლო ამის სამაგიეროდ, გეუბნებით, როგორც შვილებს: ფართოდ გაიხსენით თქვენც.

რომაელთა 8:16
სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღმერთის შვილები ვართ.

ეფესელთა 5:8
რადგან ოდესღაც იყავით სიბნელე, ახლა კი ნათელი ხართ უფალში. იარეთ, როგორც ნათლის შვილებს შეშვენით.

ეფესელთა 5:1
მაშ, მიბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა,

რომაელთა 8:33
ვინ გაამტყუნებს ღმერთის რჩეულთ? ღმერთია გამამართლებელი;

იოანეს 15:14
თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ აკეთებთ იმას, რასაც გაძლევთ მცნებად.

რომაელთა 8:17
ხოლო თუ შვილები – მაშინ მემკვიდრენიც, ღმერთის მემკვიდრენი და ქრისტეს თანამემკვიდრენი, თუ მასთან ერთად ვიტანჯებით, რათა მასთან ერთად განვდიდნეთ კიდეც.

1 იოანეს 2:1
ჩემო შვილებო, ამას გწერთ იმისთვის, რომ არ შესცოდოთ. ხოლო თუ ვინმე შესცოდავს, გვყავს მამის წინაშე მეოხი, მართალი იესო ქრისტე.

1 კორინთელთა 12:18
და, აჰა, ღმერთმა განალაგა ასოები სხეულში – თითოეული მათგანი, როგორც ინება.

გამოცხადება 1:6
და გაგვხადა ჩვენ მეფეებად და მღვდლებად ღმერთისა და თავისი მამისა. დიდება მას და ძალმოსილება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

საქმეები 16:17
იგი აგვედევნა პავლეს და ჩვენ, ყვიროდა და ამბობდა: „ეს კაცები უზენაესი ღმერთის მონები არიან, რომლებიც გაუწყებენ თქვენ ხსნის გზას!“

იოანეს 10:27
ჩემს ცხვრებს ჩემი ხმა ესმით, და მე ვიცნობ მათ, და ისინი მე მომყვებიან.

2 ტიმოთეს 2:4
არც ერთი მეომარი არ გაეხვევა ცხოვრებისეულ საქმეებში, რათა აამოს მეთაურს.

2 ტიმოთეს 2:21
ამრიგად, ვინც ამისგან გასუფთავდება, ის იქნება საპატიო ჭურჭელი, განწმედილი და ხელმწიფისათვის სახმარი, ყოველი კეთილი საქმისათვის გამზადებული.

საქმეები 1:8
მაგრამ თქვენ მიიღებთ ძალას, როდესაც გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელს იუდეასა და სამარიაში, და დედამიწის კიდემდე.“