მთავარითემები „ქ"ქრისტეს უაღრესობა

ქრისტეს უაღრესობა

11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. კოლასელთა 1:18
    ის არის თავი სხეულისა, რომელიც ეკლესიაა. ის არის დასაბამი, პირმშო მკვდართაგან, რათა მას ჰქონდეს პირველობა ყველაფერში.
  2. მათეს 3:11
    მე წყლით გნათლავთ მოსანანიებლად; ჩემ შემდეგ მომავალი კი ჩემზე ძლიერია, ვისი სანდლის ტარების ღირსიც არა ვარ! ის მოგნათლავთ თქვენ სულიწმიდითა და ცეცხლით”.
  3. იოანეს 3:31
    მაღლიდან მომავალი ყოველივეზე მაღლაა, ხოლო ვინც მიწიდან არის, მიწიერია, და მიწის შესახებ ლაპარაკობს; ციდან მომავალი კი ყოველივეზე მაღლაა.
  4. იოანეს 13:13
    თქვენ მე მოძღვარსა და უფალს მიწოდებთ. მართალს ამბობთ, რადგან ვარ.
  5. საქმეები 2:36
    მაშ, მტკიცედ იცოდეს ისრაელის მთელმა სახლმა, რომ ღმერთმა გახადა უფლად და ქრისტედ ეს იესო, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით”.
  6. რომაელთა 14:9
    რადგან იმისათვის მოკვდა ქრისტე და გაცოცხლდა, რომ იუფლოს მკვდრებზეც და ცოცხლებზეც.
  7. ებრაელთა 1:4
    ანგელოზებზე იმდენადვე უმაღლესი გახდა, რამდენადაც მათზე უდიდესი სახელი დაიმკვიდრა.
  8. ებრაელთა 3:3
    რადგან ის მოსესთან შედარებით მეტი დიდების ღირსია ისევე, როგორც სახლზე მეტი პატივი აქვს სახლის ამშენებელს;
  9. ებრაელთა 8:6
    ახლა კი უპირატესი მსახურება მიიღო, რამდენადაც იგი უმჯობესი აღთქმის შუამავალია, უკეთეს დაპირებებზე რომ არის დადგენილი.
  10. გამოცხადება 1:11
    მითხრა: „მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი, რასაც ხედავ, დაწერე წიგნში და დაუგზავნე შვიდ ეკლესიას: ეფესოში, სმირნაში, პერგამოში, თიატირაში, სარდეში, ფილადელფიასა და ლაოდიკიაში”.
  11. 1 კორინთელთა 11:3
    ასევე მინდა იცოდეთ, რომ ყოველი მამაკაცის თავი ქრისტეა, ცოლის თავი - ქმარია და ქრისტეს თავი – ღმერთია.

← ყველა თემა „ქ"-ზე

Close
Close