ქრისტეს ჯვარცმა – ბიბლიური ციტატები

იოანეს 19:1
მაშინ წაიყვანა პილატემ იესო და გაამათრახებინა.

იოანეს 19:17
და ჯვარაკიდებული წავიდა იგი თხემის ადგილას, რომელსაც ებრაულად გოლგოთა ჰქვია.

ლუკას 23:32-33
მასთან ერთად სასიკვდილოდ მიჰყავდათ სხვებიც – ორი ყაჩაღი. როდესაც იმ ადგილას მივიდნენ, რომელსაც თხემის ადგილი ჰქვია, ჯვარს აცვეს იქ ის და ბოროტმოქმედნიც – ერთი მის მარჯვნივ და ერთი მის მარცხნივ.

მათეს 27:37
თავს ზემოთ დაუდგეს დაწერილი ბრალდება: „ეს არის იესო, იუდეველთა მეფე.”

მათეს 27:54
ხოლო ასისთავსა და მათ, ვინც მასთან ერთად დარაჯობდა იესოს, მიწისძვრა და ყოველივე მომხდარი რომ ნახეს, მეტისმეტად შეეშინდათ და თქვეს: “ეს ჭეშმარიტად ღვთის ძე იყო.”

მარკოზის 15:25
მესამე საათი იყო, როცა ჯვარს აცვეს იგი.

მათეს 27:35
ჯვარს რომ აცვეს, წილის ყრით გაიყვეს მისი სამოსელი.

ლუკას 23:47
ასისთავმა რომ იხილა მომხდარი, ღმერთი ადიდა და თქვა: „ჭეშმარიტად, ეს კაცი მართალი იყო.”

იოანეს 19:32-33
მოვიდნენ ჯარისკაცები და წვივები დაუმტვრიეს მასთან ერთად ჯვარცმულებს, ერთსაც და მეორესაც. იესოსთან მისულებმა, როცა დაინახეს, რომ უკვე მომკვდარიყო, აღარ დაუმტვრიეს წვივები.

იოანეს 20:25
უთხრეს მას სხვა მოწაფეებმა: „ჩვენ ვიხილეთ უფალი.” მან უთხრა მათ: „თუ მის ხელებზე ნალურსმევს არ ვიხილავ და ნალურსმევში საკუთარ თითს არ ჩავყოფ და მის ფერდში – საკუთარ ხელს, არ ვიწამებ!

Close
Close