მტვერი თავზე – ბიბლიური ციტატები

გამოცხადება 18:18-19
და როს დაინახეს მისი ხანძრის კვამლი, შეჰყვირეს და თქვეს: ‘რომელი ქალაქი ჰგავს ამ დიდ ქალაქს?’ დაიყარეს მტვერი თავზე და გაჰკიოდნენ ტირილით და მოთქმით: ‘ვაი, ვაი, დიდო ქალაქო, რომლის დოვლათით გამდიდრდა ყველა, ვისაც ხომალდი ჰქონდა ზღვაზე! რადგან ერთ საათში გატიალდა.

ამოსი 2:6-7
ასე ამბობს უფალი: „სამ რამეს ვაპატიებ ისრაელს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან ვერცხლზე ჰყიდიან მართალს და ღარიბ-ღატაკს – წყვილი ხომალდისათვის. მიწის მტვერს ნატრულობენ უმწეოთა თავზე და გზიდან აცდენენ ბეჩავ ხალხს; შვილი და მამა ერთ ქალთან შედიან ჩემი წმინდა სახელის შესალახავად.

2 მეფეთა 1:1-3
აჰა, მესამე დღეს მოვიდა საულის ბანაკიდან კაცი, სამოსელშემოგლეჯილი და თავზე მტვერდაყრილი. დავითს რომ მიუახლოვდა, მიწაზე დაეცა და თაყვანი სცა. და უთხრა მას დავითმა: „საიდან მოდიხარ?“ უპასუხა: „ისრაელის ბანაკიდან გამოვიქეცი.“ უთხრა დავითმა: „რა მოხდა? მიამბე!“ თქვა კაცმა: „ხალხი გაიქცა ბრძოლის ველიდან. ჩვენიანიც ბევრი დაეცა და დაიხოცა. საულიცა და მისი ძე იონათანიც დაიხოცნენ.“

4 მეფეთა 15:32
და მიაღწია დავითმა მთის თხემამდე, სადაც თაყვანი სცა ღმერთს, და აჰა, მოდის ხუშაი არქელი, ღვთის ერთგული, სამოსელშემოგლეჯილი და თავზე მტვერდაყრილი.

იესო ნავეს ძე 7:5-7
და დახოცეს მათგან ჰაღაის კაცებმა ოცდათექვსმეტამდე კაცი, და დაედევნენ მათ კარიბჭიდან შებარიმამდე, და შემუსრეს ისინი ფერდობზე. და შეუდრკა ხალხს გული და წყალივით გაუხდა. და შემოიხია იესომ სამოსელი, და დაემხო პირქვე მიწაზე უფლის კიდობნის წინ საღამომდე, ისრაელის უხუცესებთან ერთად, და თავზე მტვერი დაიყარეს. და თქვა იესომ: „ვაი, უფალო ღმერთო! რისთვის გადმოალახინე ამ ხალხს ეს იორდანე, ნუთუ იმისთვის, რომ ამორეველთა ხელში მიგეცა ჩვენი თავი დასაღუპად? ნეტა იორდანეს გაღმა დავმკვიდრებულიყავით!

იობი 2:11-13
როდესაც იობის სამმა მეგობარმა შეიტყო ყველა ის უბედურება, რაც იობს დაატყდა თავს, გამოვიდნენ თავიანთი ადგილებიდან: ელიფაზ თემანელი, ბილდად შუხელი და ცოფარ ნაყამათელი, შეიკრიბნენ ერთად, რათა მასთან მისულიყვნენ თანაგრძნობის გამოსახატავად და სანუგეშებლად. და შორიდან რომ დაინახეს, ვერ იცნეს იგი, ხმამაღალი ტირილი მორთეს. შემოიხიეს სამოსი, და თავს ზევით მტვერი გადაიყარეს. ისხდნენ მასთან ერთად მიწაზე შვიდ დღეს და შვიდ ღამეს. არავის არაფერი უთქვამს მისთვის, რადგან ხედავდნენ, რომ მეტისმეტად დიდი იყო მისი სატანჯველი.

გოდება იერემიასი 2:8-10
განიზრახა უფალმა სიონის ასულის გალავანთა დანგრევა, ლარი გაჭიმა, ხელი არ აუღია მის მოსპობაზე; და დასცა მიწაყრილი და გალავანი – ერთად შეიმუსრნენ ისინი. მიწაში ჩაეფლნენ მისი კარიბჭენი; მან შემუსრა მისი ურდულები; წარმართებში გადააზღვავა მისი მეფე და მთავრები; აღარ არის რჯული და ვეღარც მისი წინასწარმეტყველნი ხედავენ ხილვებს უფლისაგან. მდუმარედ სხედან მიწაზე სიონის ასულის უხუცესნი, მტვერი და ნაცარი წაიყარეს თავზე, ძაძები შემოირტყეს ტანზე; მიწამდე დაუხრიათ თავი იერუსალიმის ქალწულებს.

ეზეკიელი 27:30
მაღალი ხმით იყვირებენ შენს გამო, და მწარედ აქვითინდებიან თავზე ნაცარგადაყრილნი და მტვერში დაიწყებენ გორვას.