ბიბლიის მუხლები თემაზე
მშვიდად ლოცვა
7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
მათეს 6:6
შენ კი, როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ილოცე დაფარულში მყოფი შენი მამისადმი; და შენი მამა, რომელიც დაფარულში ხედავს, მოგიზღავს შენ.
-
1 მეფეთა 1:13
გულში ლოცულობდა ხანა, მხოლოდ მისი ბაგენი იძვროდნენ და ხმა კი არ ისმოდა; მთვრალი ეგონა იგი ყელის.
-
მარკოზის 1:35
განთიადამდე, ჯერ კიდევ ღამიანად ადგა, გავიდა და წავიდა უდაბნო ადგილას და იქ ლოცულობდა.
-
ლუკას 5:16
ის კი უდაბურ ადგილებში გადიოდა სალოცად.
-
რომაელთა 8:26
ასევე სულიც გვეხმარება ჩვენს უძლურებაში; ვინაიდან არ ვიცით, რისთვის ვილოცოთ, როგორ შეეფერება, არამედ თვით სული შუამდგომლობს ჩვენთვის გამოუთქმელი ოხვრით.
-
1 კორინთელთ 14:28
თუ არ არის განმმარტებელი, მაშინ გაჩუმდეს ეკლესიაში და ელაპარაკოს თავის თავს და ღმერთს.
-
ფსალმუნები 61:5
მხოლოდ ღმერთს ელოდება სული ჩემი მდუმარედ, რადგან მისგან არის ჩემი იმედი.