იაკობის 1:4
მოთმინებას კი უნდა ჰქონდეს სრულმქმნელი მოქმედება, რათა იყოთ სრულყოფილნი, წუნდაუდებელნი და ყოველმხრივ უნაკლონი.
გამოცხადება 3:10
რაკი შენ დაიცავი ჩემი მოთმინების სიტყვა, მეც დაგიცავ განსაცდელის ჟამისაგან, რომელიც მოაწევს მთელ ქვეყნიერებაზე, დედამიწის მკვიდრთა გამოსაცდელად.
რომაელთა 15:4
რადგან ყოველივე, რაც წინათ დაიწერა, ჩვენს სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებით და წერილთა ნუგეშით გვქონდეს სასოება.
2 ტიმოთეს 2:10
ამიტომ ყოველივეს ვითმენ რჩეულთათვის, რათა მათაც მიიღონ ხსნა ქრისტე იესოში საუკუნო დიდებასთან ერთად.
ებრაელთა 12:7-9
აიტანეთ წვრთნა! ღმერთი ისე გეპყრობათ, როგორც შვილებს. განა არის ისეთი შვილი, რომელსაც მამა არ წვრთნიდეს? ხოლო თუ დარჩებით წვრთნის გარეშე, რაშიც ყველა მოზიარეა, მაშინ ნაბუშრები ყოფილხართ და არა შვილები. თუ ჩვენი ხორციელი მამები გვწვრთვნიან და გვერიდება მათი, განა უფრო მეტად არ უნდა დავემორჩილოთ სულთა მამას, რათა ვიცოცხლოთ?
ლუკას 8:15
ხოლო კარგ მიწაზე დაცვენილნი ისინი არიან, ვინც კეთილი და წრფელი გულით ისმენს სიტყვას, იცავს მას და მოთმინებით გამოაქვს ნაყოფი.
რომაელთა 5:3-5
და არა მარტო ამით, არამედ გასაჭირითაც ვიქადით, რადგან ვიცით, რომ გასაჭირი შეიქმს მოთმინებას, მოთმინება – სიმტკიცეს, სიმტკიცე – სასოებას, ხოლო სასოება არასოდეს გვიმტყუნებს, რადგან ღმერთის სიყვარული ჩაგვესახა გულებში სულიწმიდის მეშვეობით, რომელიც მოგვეცა ჩვენ.
მსგავსი თემები: