მთავარითემები „მ"მოშურნეობის მაგალითები

მოშურნეობის მაგალითები

10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 4 მეფეთა 6:10
    უთხრა: „წამოდი და იხილე უფლისთვის ჩემი მოშურნეობა”. და თავისი ეტლით წაიყვანა.
  2. ნეემია 4:21
    ასე ვაგრძელებდით საქმის კეთებას, ნახევარს კი განთიადიდან ვარსკვლავთა გამოჩენამდე შუბები ეჭირათ ხელში.
  3. ფსალმუნები 118:139
    შემჭამა მოშურნეობამ, რადგან დაივიწყეს შენი სიტყვები ჩემმა მტრებმა.
  4. ესაია 62:1
    არ დავდუმდები სიონის გამო და არ დავმშვიდდები ისრაელის გამო, ვიდრე ნათელივით არ გამობრწყინდება მისი სიმართლე და ანთებული ჩირაღდანივით - მისი ხსნა.
  5. იერემია 20:9
    ვთქვი: „აღარ გავიხსენებ უფალს და აღარ ვილაპარაკებ-მეთქი მისი სახელით”, მაგრამ სიტყვა ცეცხლივით ამიგიზგიზდა გულში, ძვლები გამიხურდა; ვეცადე დამეოკებინა, მაგრამ ვერ შევძელი.
  6. ლუკას 8:39
    შინ დაბრუნდი და თქვი, რა გაგიკეთა ღმერთმა”. ისიც წავიდა და მთელ ქალაქში ქადაგებდა, რა გაუკეთა იესომ.
  7. საქმეები 18:25
    განსწავლული იყო იგი უფლის გზებში, მხურვალე სულით ლაპარაკობდა და ზუსტად ასწავლიდა იესოს შესახებ, თუმცა მხოლოდ იოანეს ნათლისცემა იცოდა.
  8. 2 კორინთელთა 9:2
    რადგან ვიცი თქვენი გულმოდგინება და ვიკვეხნი კიდეც თქვენით მაკედონელთა წინაშე, რომ აქაია შარშანდელს აქეთ მზად არის-მეთქი; ასე, რომ მრავალი წახალისდა თქვენი მოშურნეობით.
  9. კოლოსელთა 4:13
    რადგან, ვმოწმობ მასზე, რომ დიდი გულშემატკივარია თქვენი და მათი, ვინც ლაოდიკიასა და იერაპოლშია.
  10. 1 თესალონიკელთა 2:9
    ხომ გახსოვთ, ძმებო, ჩვენი შრომა და ჯაფა: დღედაღამ ვშრომობდით, რათა არავის დავწოლოდით ტვირთად და ისე ვქადაგებდით თქვენს შორის ღვთის სახარებას.

← ყველა თემა „მ"-ზე

Close
Close