მდოგვის მარცვალი ბიბლიური ციტატები

მათეს 17:20
ხოლო მან უთხრა: „თქვენი მცირე რწმენის გამო. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა რომ გქონდეთ და უთხრათ ამ მთას – აქედან იქით გადადიო, გადავა; და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი.

ლუკას 17:5-6
უთხრეს უფალს მოციქულებმა: „მოგვიმატე რწმენა”. უთხრა მათ უფალმა: „მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა რომ გქონდეთ და უთხრათ ამ თუთის ხეს, აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში გადაინერგეო, დაგემორჩილებათ.

მათეს 13:31-32
სხვა იგავი შესთავაზა და უთხრა მათ: „ცათა სამეფო წააგავს მდოგვის მარცვალს, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ყანაში. იგი ყოველგვარ თესლზე მცირეა, მაგრამ როდესაც იზრდება, ყველა ბოსტნეულს აღემატება და ხედ იქცევა. მოფრინდებიან ცის ფრინველები და მის ტოტებს შეაფარებენ თავს”.

მარკოზის 4:30-32
თქვა: „რას მივამსგავსო ღმერთის სამეფო? რომელი იგავით წარმოგისახოთ იგი? იგი ჰგავს მდოგვის მარცვალს, რომელიც მიწაში ჩათესვისას ყველაზე მცირეა არსებულ თესლთა შორის. დათესვის შემდეგ კი ამოდის და ყველაზე დიდ მცენარედ გადაიქცევა ბოსტნეულს შორის. დიდ ტოტებს გამოისხამს, ისე რომ მის ჩრდილში ცის ფრინველნი იბუდებენ”.

ლუკას 13:18-19
მან თქვა: „რისი მსგავსია ღმერთის სამეფო და რას მივამსგავსო იგი? მდოგვის მარცვალს ჰგავს იგი, რომელიც აიღო კაცმა და თავის ბაღში დათესა; გაიზარდა, იქცა ხედ და მის ტოტებში ცის ფრინველებმა დაიბუდეს”.


მსგავსი თემები:

იგავ-არაკები       ღვთის სასუფევლის მოსვლა

Close
Close