მადლის აღწერა ბიბლიური ციტატები

საქმეები 4:33
მოციქულები დიდი ძალით მოწმობდნენ უფალ იესოს აღდგომას, და დიდი მადლი იყო ყველა მათგანზე.

რომაელთა 5:21
რათა, როგორც ცოდვა მეფობდა სიკვდილში, ისე მადლს ემეფა სიმართლეში, მარადიული სიცოცხლისათვის, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მეშვეობით.

ეფესელთა 1:7
რომელშიც გვაქვს გამოსყიდვა მისი სისხლით, ცოდვების მიტევება მისივე მადლის სიმდიდრით,

ეფესელთა 2:7
რათა გამოჩნდეს მომავალ საუკუნეებში მისი მადლის გარდამეტებული სიმდიდრე ჩვენდამი მოწყალებით ქრისტე იესოში.

2 კორინთელთა 9:14
თქვენთვის ლოცულობენ და თქვენკენ მოილტვიან ისინი ღვთის იმ მადლის გამო, რაც აღმატებულად არის თქვენში.

1 პეტრეს 4:10
თითოეული იმ ნიჭით ემსახურეთ ერთმანეთს, რაც მიგიღიათ, როგორც შეეფერება ღვთის მრავალგვარი მადლის კარგ მნეს.

2 კორინთელთა 12:9
და მითხრა: „საკმარისია შენთვის ჩემი მადლი, ვინაიდან უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა”. ამიტომ უფრო ხალისით დავიკვეხნი ჩემს უძლურებებში, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში!

რომაელთა 5:15
მაგრამ მადლის საჩუქარი არაა დანაშაულივით, რადგან თუ ერთის დანაშაულით მრავალი მოკვდა, მით უმეტეს, ბევრად ჭარბობს მრავალთა მიმართ ღვთის წყალობა და საჩუქარი ერთი კაცის, იესო ქრისტეს მადლით, რომელიც უხვად ეძლევა მრავალს.

1 პეტრეს 5:12
ერთგულად მიჩნეული ძმის, სილოვანეს დახმარებით მოგწერეთ მცირე რამ, თქვენს შესაგონებლად და დასამოწმებლად, რომ ღმერთის ის მადლი, რომელშიც დგახართ, ჭეშმარიტია.

ეფესელთა 1:6
თავისი მადლის დიდების საქებრად, რომელიც მადლით მოგვანიჭა თავის საყვარელ ძეში,

1 კორინთელთა 15:10
მაგრამ ღმერთის მადლით ვარ, რაცა ვარ; და მისი მადლი არ იყო ჩემს მიმართ ფუჭი, არამედ ყველა მათგანზე მეტი ვიშრომე; თუმცა არა მე, არამედ ღვთის მადლმა, რომელიც ჩემთანაა.


მსგავსი თემები:

მადლი      მადლი ადამიანურ ურთიერთბებში      მადლი და იესო ქრისტე      მადლი და სულიწმინდა      მადლი და ქრისტიანული ცხოვრება      მადლი საკმარისია       მადლი ძველ აღთქმაში       მადლის წყარო        მადლში ზრდა