ებრაელთა 13:7
გახსოვდეთ თქვენი წინამძღოლნი, რომლებიც ღვთის სიტყვას გიქადაგებდნენ; მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურენმა მიბაძეთ მათ რწმენას.
2 თესალონიკელთა 3:7
რადგან თვითონაც იცით, როგორ უნდა გვბაძავდეთ, ვინაიდან უწესონი არ ვყოფილვართ თქვენ შორის.
2 თესალონიკელთა 3:8-9
მუქთად არავის პური გვიჭამია, არამედ დღედაღამ შრომა-გარჯაში ვიყავით, რომ რომელიმე თქვენგანს ტვირთად არ დაგწოლოდით. არა იმიტომ, რომ ძალაუფლება არ გაგვაჩნია, არამედ რათა მისაბაძ ნიმუშად მოგვეცა ჩვენი თავი.
1 კორინთელთა 4:15-16
ვინაიდან, თუნდაც ათი ათასი აღმზრდელი გყავდეთ ქრისტეში, მამა ბევრი ვერ გეყოლებათ, რადგან მე გშობეთ თქვენ ქრისტე იესოში სახარებით. ამიტომ გევედრებით, გახდით ჩემი მომბაძველნი.
ფილიპელთა 3:16-17
ამრიგად, რასაც მივაღწიეთ, იგივე უნდა შევინარჩუნოთ. ძმებო, იყავით ჩემი მომბაძველები და დაუკვირდით მათ, ვინც იმ ნიმუშის თანახმად იქცევა, ჩვენში რომ გაქვთ.
ფილიპელთა 4:9
რაც ჩემგან ისწავლეთ, მიიღეთ, მოისმინეთ და დაინახეთ ჩემში, ის შეასრულეთ და მშვიდობის ღმერთი იქნება თქვენთან.
1 თესალონიკელთა 1:6
თქვენ თვითონ გახდით ჩვენი და უფლის მიმბაძველები, რადგან დიდ გასაჭირში მიიღეთ სიტყვა სულიწმიდის სიხარულით.
2 ტიმოთეს 3:10
შენ კი მე მომყვებოდი მოძღვრებაში, ქცევაში, განზრახვაში, რწმენაში, მოთმინებაში, სიყვარულში, გამძლეობაში,
1 თესალონიკელთა 2:14
რადგან თქვენ, ძმებო, გახდით იუდეაში მყოფი ღვთის ეკლესიების მიმბაძველნი ქრისტე იესოში, ვინაიდან თქვენც იგემეთ ტანჯვა თქვენი თვისტომებისგან, ისევე როგორც მათ – იუდეველთაგან.
ებრაელთა 6:11-12
თუმცა გვწადია, რომ ყოველი თქვენგანი ბოლომდე ასეთივე ერთგულებას იჩენდეს იმედის აღსრულებამდე. რათა არ გაზარმაცდეთ, არამედ მიბაძოთ მათ, ვინც რწმენითა და სულგრძელობით იმკვიდრებს აღთქმებს.
ლუკას 10:37
უპასუხა: „რომელმაც წყალობა უყო მას”. მაშინ უთხრა იესომ: „წადი და შენც ასევე მოიქეცი”.
მათეს 18:33
განა არ გმართებდა, ისევე შეგეწყალებინა შენი ამხანაგი, როგორც მე შეგიწყალე?
ლუკას 12:35-36
დე, იყოს თქვენი წელი შემოსარტყლული და თქვენი ლამპარი – ანთებული. იმ ადამიანთა მსგავსად, თავიანთი ბატონის დაბრუნებას რომ ელიან ქორწილიდან, რათა როგორც კი დააკაკუნებს, იმწამსვე გაუღონ.
იოანეს 8:39
უთხრეს: „ჩვენი მამა აბრაჰამია!” იესომ უპასუხა: „თქვენ რომ აბრაჰამის შვილები იყოთ, აბრაჰამის საქმეებს გააკეთებდით”.