ღვთიური ზრუნვა ავადმყოფობისას – ბიბლიური ციტატები

ფსალმუნები 40:3
უფალი გაამაგრებს მას მისი სნეულების სარეცელზე; მთელ მის სარეცელს შეცვლი შენ ავადმყოფობის ჟამს.

ფსალმუნები 137:7
თუნდაც საფრთხეში გავიარო, შენ მე დამიცავ; ჩემი მტრების ჯიბრზე გამომიწოდებ ხელს და დამიხსნის მარჯვენა შენი.

ფსალმუნები 70:20
შენ მაჩვენე მრავალი და მძიმე გაჭირვება; კვლავ გამაცოცხლებ, დედამიწის უფსკრულიდან კვლავ ამომიყვან.

2 კორინთელთა 1:3-5
კურთხეულია ღმერთი და მამა ჩვენი უფალი იესო ქრისტესი, მამა მოწყალებისა და ყოველი ნუგეშის ღმერთი, ჩვენი ნუგეშისმცემელი ჩვენს ყოველ გასაჭირში, რომ ჩვენც შევძლოთ ნუგეშისცემა ყოველგვარ გასაჭირში მყოფთათვის იმავე ნუგეშით, რომლითაც გვანუგეშებს ღმერთი. რადგან, როგორც ქრისტეს ტანჯვანი მრავლობს ჩვენში, ასევე მრავლობს ჩვენი ნუგეშისცემა ქრისტეს მიერ.

ესაია 51:12
მე ვარ, მე თავად თქვენი ნუგეშისმცემელი. ვინ ხარ შენ, რომ გეშინია მოკვდავი კაცისა? და ადამის ძისა, რომლის სიცოცხლეც ბალახივითაა?

ესაია 66:13
როგორც დედა ანუგეშებს შვილს, ისე განუგეშებთ მე თქვენ და იერუსალიმში იქნებით ნუგეშცემულნი.

მათეს 20:34
შეებრალა იესოს ისინი და შეეხო მათ თვალებს. და მყისვე აეხილათ თვალები და გაჰყვნენ მას.