ღვთიური დახმარება მოცემულია – ბიბლიური ციტატები

ფილიპელთა 2:13
ღმერთი დაბადებს თქვენში სურვილსაც და მოქმედებასაც თავისი სათნოებით.

ებრაელთა 13:20-21
ხოლო მშვიდობის ღმერთმა, რომელმაც საუკუნო აღთქმის სისხლით მკვდრეთით აღადგინა ცხვრის დიდი მწყემსი, ჩვენი უფალი იესო, სრულგყოთ ყოველ კეთილ საქმეში მისი ნების შესასრულებლად, თქვენში მისი მოსაწონის საქმნელად იესო ქრისტეს მიერ. მას დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

1 იოანეს 4:9-10
ღმერთის სიყვარული იმით გამოგვეცხადა, რომ ღმერთმა მოავლინა ქვეყნიერებაზე თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ვიცოცხლოთ მისი მეშვეობით. ამაში გამოჩნდა სიყვარული, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა ჩვენ და მოავლინა თავისი ძე ჩვენი ცოდვების გამოსასყიდ მსხვერპლად.

2 კორინთელთა 8:9
რადგან იცით თქვენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი; რომ იგი, მდიდარი, თქვენს გამო გაღატაკდა, რათა თქვენ გამდიდრებულიყავით მისი სიღატაკით.

ფილიპელთა 4:13
ყველაფერი შემიძლია ჩემს განმაძლიერებელში.

ზაქარია 4:6
მომიგო და მითხრა: „ეს არის უფლის სიტყვა ზერუბაბელისადმი თქმული: არა კაცთა ძალითა და ძლიერებით, არამედ ჩემი სულით, – ამბობს ცაბაოთ უფალი.

1 კორინთელთა 15:10
მაგრამ ღმერთის მადლით ვარ, რაც ვარ. და მისი მადლი არ იყო ჩემს მიმართ ფუჭი, არამედ ყველა მათგანზე მეტი ვიშრომე – არა მე, არამედ ღმერთის მადლმა, რომელიც ჩემთანაა.

ფსალმუნები 36:4
უფალი იყოს შენი სიხარული, ის აგისრულებს გულის საწადელს.

რომაელთა 8:28
ჩვენ კი ვიცით, რომ ღმერთის მოყვარულებისთვის, მისი განწესებით მოწოდებულებისთვის, ყველაფერი სასიკეთოდ მოქმედებს.