მთავარი › თემები „ღ" › ღვთის სიტყვის გაგება

ღვთის სიტყვის გაგება

12 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 118:18
    ამიხილე თვალები, რომ დავინახო შენი რჯულის საოცრებები.
  2. ფსალმუნები 118:34
    მომეცი გონიერება, რათა დავიცვა შენი რჯული და მთელი გულით შევინახო იგი.
  3. ფსალმუნები 118:73
    შენმა ხელებმა შემქმნა და გამომსახა; გამჭრიახობა მომეცი, რომ ვისწავლო შენი მცნებანი.
  4. ფსალმუნები 118:125
    მორჩილი ვარ შენი; გონიერ-მყავ, რათა შევიმეცნო მცნებანი შენნი.
  5. ფსალმუნები 118:169
    მოაღწიოს ჩემმა ღაღადმა შენს წინაშე, უფალო, და შენი სიტყვისამებრ განმსწავლე!
  6. ლუკას 24:45
    და გაუხსნა მათ გონება წერილების გასაგებად.
  7. ნეემია 8:12
    წავიდა მთელი ხალხი საჭმელად და სასმელად, წილობების გასაგზავნად და დიდი ზეიმის აღსანიშნავად, ვინაიდან გაიგეს ის სიტყვები, რომლებიც განუცხადეს მათ.
  8. დანიელი 8:15-16
    რაკი მე, დანიელმა ეს ხილვა ვიხილე, შევეცადე გამეგო და, აჰა, ვიღაც, კაცის მსგავსი დადგა ჩემ წინაშე. მესმა კაცის ხმა ყულაის შუაგულიდან; დაიძახა მან და თქვა: „გაბრიელ, აუხსენი მას ეს ხილვა”.
  9. დანიელი 10:12
    კვლავ მითხრა: „ნუ გეშინია, დანიელ, რადგან პირველივე დღიდან, როცა შენი გული გონიერებას დაუთმე და თავი დაიმდაბლე შენი ღმერთის წინაშე, შესმენილ იქნა შენი ლოცვები და მოვედი შენი სიტყვის საპასუხოდ.
  10. რომაელთა 15:21
    არამედ როგორც წერია: „ვისთვისაც არ გამოუცხადებიათ - დაინახავენ, და ვისაც არ მოუსმენია - მიხვდება”.
  11. კოლოსელთა 1:6
    რომელიც მოვიდა თქვენთან, როგორც მთელ მსოფლიოში, და მოაქვს ნაყოფი და იზრდება, ისევე, როგორც თქვენში, მოყოლებული იმ დღიდან, რაც ისმინეთ და შეიცანით ღვთის მადლი ჭეშმარიტებაში,
  12. კოლოსელთა 2:2
    რათა ინუგეშონ სიყვარულით შეერთებულმა მათმა გულებმა სრულქმნილი გონიერების ყოველგვარი სიმდიდრის მისაღებად, რათა შეიცნონ ღვთისა და მამის, და ქრისტეს საიდუმლო,

ფსალმუნების 118:27
შენს დადგენილებების გზას მიმახვედრე, რომ ვიფიქრო შენს საოცარ საქმეებზე.

მსგავსი თემები:

ღვთის სიტყვით სიხარული       ღვთის სიტყვით ცხოვრება       ღვთის სიტყვის მიღება        ღვთის სიტყვის მოსმენა       ღვთის სიტყვის უარყოფა       ღვთის სიტყვის ცეცხლი

← ყველა თემა „ღ"-ზე

Close
Close