გოდება იერემიასი 2:8-10

By
აგვისტო 26, 2015
8 განიზრახა უფალმა სიონის ასულის გალავანთა დანგრევა, ლარი გაჭიმა, ხელი არ აუღია მის მოსპობაზე; და დასცა მიწაყრილი და გალავანი – ერთად შეიმუსრნენ ისინი. 9 მიწაში ჩაეფლნენ მისი კარიბჭენი; მან შემუსრა მისი ურდულები; წარმართებში გადააზღვავა მისი მეფე და მთავრები; აღარ არის რჯული და ვეღარც მისი წინასწარმეტყველნი ხედავენ ხილვებს უფლისაგან. 10 მდუმარედ სხედან მიწაზე სიონის ასულის უხუცესნი, მტვერი და ნაცარი წაიყარეს თავზე, ძაძები შემოირტყეს ტანზე; მიწამდე დაუხრიათ თავი იერუსალიმის ქალწულებს.

კომენტარის დატოვება

Close
Close