მეორე რჯული 10:20
უფლისა, თქვენი ღმერთისა გეშინოდეს, მას ემსახურე, მას მიეწებე და მისი სახელით დაიფიცე.
მეორე რჯული 13:4
გაჰყევით უფლის, თქვენი ღმერთის, კვალს და გეშინოდეთ მისი. და დაიცავით მისი მცნებები, ისმინეთ მისი ხმა და ემსახურეთ მას, და მას მიეკარით.
იესო ნავეს ძე 23:8
არამედ მიეწებეთ უფალს, თქვენს ღმერთს, როგორც დღემდე იქცეოდით.
მეორე რჯული 11:22
რადგან, თუ მტკიცედ დაიცავთ ყველა ამ ბრძანებას, რომელთაც ახლა მე გაუწყებთ შესასრულებლად, გეყვარებათ უფალი, თქვენი ღმერთი, და ივლით მისი გზით და მას მიეკვრებით,
4 მეფეთა 18:6
და მიეწება იგი უფალს, და არ განდგომია მას, და იცავდა მის მცნებებს, მოსეს რომ ამცნო უფალმა.
ფსალმუნები 62:8
შენ მოგტმასნია სული ჩემი; შენი მარჯვენაა ჩემი საყრდენი.
იერემია 13:11
რადგან როგორც სარტყელი ეკრობა კაცის თეძოებს, ისე მივიახლოვე მე მთელი ისრაელის სახლი და იუდას სახლი, – ამბობს უფალი, – რათა ყოფილიყვნენ ისინი ჩემს ერად, ჩემს დიდებად, საქებრად და მშვენებად; მაგრამ არ მისმინეს.