იოანეს 14:16
მე მამას შევევედრები და ის სხვა ნუგეშისმცემელს მოგივლენთ, რათა თქვენთან იყოს საუკუნოდ,
იოანეს 14:23
მიუგო იესომ და უთხრა მას: „ვისაც ვუყვარვარ, ის ჩემს სიტყვას დაიცავს და ჩემი მამაც შეიყვარებს მას. ჩვენც მივალთ და მასთან დავიდებთ სავანეს.
ფსალმუნები 15:7-8
ვაკურთხებ უფალს, რომელმაც დამარიგა; ღამ-ღამობით მწვრთნიან ჩემი გულისთქმანი. უფალი მუდამ ჩემს თვალწინაა; რადგან ჩემს მარჯვნივ არის, არ დავეცემი.
1 იოანეს 1:3
რაც გვინახავს და გვსმენია, გაუწყებთ თქვენ, რათა თქვენც გქონდეთ თანაზიარება ჩვენთან, ხოლო ჩვენი თანაზიარება არის მამასთან და მის ძესთან, იესო ქრისტესთან.
1 კორინთელთა 1:9
სარწმუნოა ღმერთი, რომელმა მოგიწოდათ თავის ძესთან, ჩვენს უფალ იესო ქრისტესთან თანაზიარებისათვის.
გამოცხადება 3:20
აჰა, ვდგავარ კართან და ვრეკ. თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და გამიღებს კარს, შევალ მასთან. და მექნება სერობა მასთან და მას ჩემთან.
1 კორინთელთა 12:13
და რადგან ყველანი ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულად – იუდეველები თუ ბერძნები, მონები თუ თავისუფლები, და ყველამ ერთი სული შევსვით.
2 კორინთელთა 13:14
მადლი უფლისა იესო ქრისტესი, სიყვარული ღმერთისა და თანაზიარება სულიწმიდისა იყოს თქვენ ყველასთან. ამინ.
ფილიპელთა 2:1
ამრიგად, თუ არის რაიმე ნუგეშისცემა ქრისტეში, თუ არის რაიმე სალბუნი სიყვარულისა, თუ არის რაიმე მოზიარეობა სულისა, თუ არის რაიმე თანაგრძნობა და შეწყალება,
ამოსი 3:3
თუ ივლიან ორნი ერთად, თუ ერთმანეთში არ შეთანხმდნენ?