ფსალმუნები 41:2
ცოცხალი ღმერთის წყურვილი აქვს ჩემს სულს: როდის მოვალ და ვიხილავ სახეს ღმერთისას?
მიქა 4:1
უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ მთათა თავში დამყარდება უფლის სახლის მთა, ბორცვებზე მაღლა აღიმართება და მისკენ დაიწყებენ დენას ხალხები.
მიქა 6:6
„რითი წარვდგე უფალთან და თაყვანი ვცე მაღალ ღმერთს? სრულადდასაწველებით, წელგამოვლილი ზვარაკებით?
იოანეს 14:6
ეუბნება მას იესო: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. ვერავინ მივა მამასთან, თუ არა ჩემი მეშვეობით.
იოანეს 14:23
მიუგო იესომ და უთხრა მას: „ვისაც მე ვუყვარვარ, ის ჩემს სიტყვას დაიცავს და ჩემი მამაც შეიყვარებს მას. და ჩვენ მივალთ და მასთან დავივანებთ.
1 პეტრეს 3:18
რადგან ქრისტეც ევნო ერთხელ ჩვენი ცოდვებისათვის, მართალი – უსამართლოთათვის, რათა მივეყვანეთ ღმერთთან. მოკვდა ხორცით და გაცოცხლდა სულით,
გამოცხადება 6:1
და ვიხილე, რომ კრავმა ახსნა ერთი ბეჭედი შვიდთაგან და გავიგონე, ოთხიდან ერთი ცხოველი თითქოს ქუხილის ხმით ამბობდა: „მოდი!“
იერემია 2:31
ბოროტო მოდგმავ, შეიგონე უფლის სიტყვა: განა უდაბნო ვიყავი ისრაელისათვის? განა წყვდიადის ქვეყანა ვიყავი? რატომ ამბობს ჩემი ერი: თავისუფლები ვართ, შენთან აღარ მოვალთო?