დაბადება 12:1-4
უთხრა უფალმა აბრამს: „წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამაშენის სახლიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც გაჩვენებ. დიდ ერად გაქცევ, გაკურთხებ, განვადიდებ შენს სახელს და კურთხეული იქნები. ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს; და იკურთხება შენში დედამიწის ყველა ტომი”. წავიდა აბრამი, როგორც უფალმა უთხრა; და ლოტიც წავიდა მასთან ერთად. სამოცდათხუთმეტი წლის იყო აბრამი, ხარანიდან რომ გავიდა.
3 მეფეთა 19:15-21
უთხრა უფალმა: „წადი, გაბრუნდი დამასკოს უდაბნოს გზით; და როცა მიხვალ, სცხე ხაზაელს არამზე სამეფოდ. იეჰუ ნიმშის ძეს ისრაელზე სამეფოდ სცხე, ელისე შაფატის ძეს კი აბელ-მეხოლადან, სცხე, რათა შენს ნაცვლად წინასწარმეტყველებდეს. ისე იქნება, რომ ვინც ხაზაელის მახვილს გადაურჩება იეჰუ მოკლავს; და ვინც იეჰუს მახვილს გადაურჩება – ელისე მოკლავს. მაგრამ, მე მოვიტოვე შვიდი ათასი კაცი ისრაელში: ვისი მუხლიც არ მოდრეკილა ბაყალის წინაშე და არ უკოცნია მისთვის”. წავიდა იქიდან და მოძებნა ელისე შაფატის ძე, მიწას ხნავდა, თორმეტი უღელი ხარი ეყენა წინ, თავად მეთორმეტეს უდგა. ჩაუარა ელიამ და გადაუგდო თავისი მოსასხამი. მიატოვა ელისემ ხარები, გაეკიდა ელიას და უთხრა: „გამიშვი, ვაკოცებ ჩემს დედ-მამას და მერე გამოგყვები”. უთხრა ელიამ: „გაბრუნდი, რადგან რა გამიკეთებია შენთვის?” დაბრუნდა, აიყვანა უღელი ხარი და დაკლა, ხარის უღლით ხორცი მოხარშა, ხალხს დაუნაწილა და ხალხმაც ჭამა. ადგა, გაჰყვა ელიას და ემსახურებოდა.
მათეს 4:19-22
უთხრა მათ: „გამომყევით და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ”. მათაც მაშინვე მიატოვეს ბადე და გაჰყვნენ მას. იქიდან მიმავალმა დაინახა სხვა ორი ძმა: იაკობი, ზებედეს ძე და მისი ძმა იოანე, რომლებიც ზებედესთან, თავიანთ მამასთან ერთად ნავში ბადეებს აკერებდნენ, და მოუხმო მათ. მათაც მყისვე მიატოვეს ნავიც, მამაც და გაჰყვნენ მას.
მათეს 9:9
იქაურობას გაშორებულმა იესომ დაინახა საბაჟოსთან მჯდომარე კაცი, სახელად მათე, და უთხრა: „გამომყევი”. ისიც წამოდგა და გაჰყვა.
მარკოზის 1:16-20
გალილეის ზღვის პირას რომ დადიოდა, დაინახა სიმონი და სიმონის ძმა, ანდრია, რომლებიც ზღვაში ბადეს ისროდნენ, რადგან მებადურები იყვნენ. უთხრა მათ იესომ: „მე გამომყევით და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ”. მათ მაშინვე მიატოვეს ბადეები და გაჰყვნენ მას. ცოტა გაიარა და დაინახა იაკობ ზებედეს ძე და მისი ძმა იოანე; ისინი ნავში ბადეებს კემსავდნენ. მაშინვე დაუძახა. მათ მიატოვეს თავიანთი მამა ზებედე ნავში მყოფ მოჯამაგირეებთან ერთად და გაჰყვნენ მას.
მარკოზის 2:14
გაიარა და დაინახა საბაჟოსთან მჯდომი ლევი ალფესი; უთხრა: “გამომყევი”. ისიც ადგა და გაჰყვა.
ლუკას 2:26-27
სულიწმიდისგან ჰქონდა ნაუწყები, რომ უფლის ცხებულის ხილვამდე არ იხილავდა სიკვდილს. სულით აღძრული მივიდა ტაძარში და როცა შეყავდათ მშობლებს ყრმა იესო, რათა მას რჯულის წესისამებრ მოქცეოდნენ,