მთავარითემები „ღ"ღმერთის გზის არჩევა

ღმერთის გზის არჩევა

9 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იესო ნავეს ძე 24:15
    და თუ ავად მიგაჩნიათ თქვენს თვალში უფლის მსახურება, დღესვე აირჩიეთ, ვის ემსახუროთ: ღმერთებს, ვისაც თქვენი მამები ემსახურებოდნენ მდინარის გაღმა, თუ ამორეველთა ღმერთებს, რომელთა ქვეყანაშიც თქვენ ცხოვრობთ; მე და ჩემი სახლი კი უფალს მოვემსახურებით.
  2. ფსალმუნები 9:34
    მაგრამ შენ ხედავ; ხედავ წყენასა და შევიწროებას, რათა სამაგიერო გადაუხადო შენი ხელით, შენ განდობს თავის თავს ჩაგრული, შენ ხარ ობოლის შემწე.
  3. მეორე რჯული 30:15
    ნახე, დღეს მე დავდე შენს წინაშე სიცოცხლე და სიკეთე, სიკვდილი და ბოროტება,
  4. მეორე რჯული 30:19
    მოწმედ მოვუწოდებ დღეს თქვენს წინაშე ცასა და მიწას: სიცოცხლე და სიკვდილი, კურთხევა და წყევლა დაგიდევი წინაშე. ამოირჩიე სიცოცხლე, რათა იცოცხლო შენ და შენმა შთამომავლობამ,
  5. ფსალმუნები 118:30
    გზა ჭეშმარიტებისა ამოვირჩიე, შენი სამართალნი წინ დავიყენე.
  6. ფსალმუნები 118:173
    იყოს შენი ხელი ჩემს შემწედ, რადგან შენი ბრძანებანი ამოვირჩიე.
  7. იობი 34:4
    ავირჩიოთ, რაც სამართლიანია. ჩვენს შორის გავარკვიოთ, რა არის კეთილი.
  8. ფსალმუნები 24:12
    ვინ არის კაცი, მოშიში უფლისა? მას უჩვენებს გზას, რომელიც უნდა აირჩიოს.
  9. ებრაელთა 11:26
    მესიის გულისათვის დამცირება მეტ სიმდიდრედ მიიჩნია, ვიდრე ეგვიპტის საგანძურები, რადგან ხედავდა საზღაურს.

← ყველა თემა „ღ"-ზე

Close
Close