4 მეფეთა 6:17
და ილოცა ელისემ და თქვა: „უფალო! აუხილე თვალი, რომ დაინახოს.” და აუხილა უფალმა თვალი მსახურ ბიჭს და მანაც დაინახა: აჰა, სავსეა მთა ელისეს გარშემო ცხენებითა და ცეცხლოვანი ეტლებით.
იესო ნავეს ძე 5:13-15
და ერთხელ, როცა იესო იერიხოსთან იყო, აახილა თვალი და დაინახა მის წინ მდგომი კაცი, გაშიშვლებული მახვილით ხელში. და წავიდა იესო მისკენ, და ჰკითხა მას: „ჩვენი ხარ, თუ ჩვენი მტრებისა?” და მან უთხრა: „არა, მე უფლის მხედრობის თავი ვარ. ახლა მოვედი მე.” და დაემხო იესო მიწაზე, და თაყვანი სცა და უთხრა მას: „რას ეტყვის ჩემი ბატონი თავის მსახურს?” და უთხრა უფლის მხედრობის თავმა იესოს: „გაიძრე ფეხზე შენი ფეხსამოსი, რადგან ადგილი, რომელზეც შენ დგახარ, წმიდაა.” და ასეც მოიქცა იესო.
1 მეფეთა 17:45
და უთხრა დავითმა ფილისტიმელს: „შენ ხმლით, შუბითა და ფარით გამოდიხარ ჩემთან, მე კი ცაბაოთ უფლის, ისრაელის მხედრობის ღმერთის სახელით გამოვდივარ, რომელიც შენ შეურაცხყავი.
3 მეფეთა 22:19
და თქვა [მიქაიაჰუმ]: „აბა, ისმინე უფლის სიტყვა: ვიხილე, თავის ტახტზე იჯდა უფალი და ცათა მთელი მხედრობა ედგა გვერდში, მარჯვნივ და მარცხნივ.
იოველი 2:11
უფალმა გასცა ხმა თავისი მხედრობის წინაშე, რადგან დიდზე დიდია მისი ბანაკი, რადგან ძლიერია სიტყვის აღმსრულებელი, რადგან დიდია უფლის დღე და ძალზე საშინელი, ვინ გაუძლებს მას?