დაბადება 31:42
მამაჩემის ღმერთი, აბრაჰამის ღმერთი და ისაკის შიში რომ არ ყოფილიყო ჩემთან, ახლა ხელცარიელს გამისტუმრებდი. მოხედა ღმერთმა ჩემს ტანჯვასა და ჯაფას და გამხილა წუხელ!“
დაბადება 29:32
დაორსულდა ლეა, ეყოლა ძე და უწოდა სახელად რეუბენი, რადგან თქვა: „იხილა უფალმა ჩემი ტანჯვა, ახლა შემიყვარებს ჩემი ქმარი.“
დაბადება 29:31
როცა დაინახა უფალმა, რომ მოძულებული იყო ლეა, გახსნა მისი საშო. რახელი კი უნაყოფო იყო.
დაბადება 31:12
მითხრა: „თვალი გაახილე და შეხედე, ყველა ვაცი, ფარას რომ ახტება, ჭრელი, წინწკლებიანი და ხალებიანია, რადგან ყველაფერს ვხედავ, რასაც ლაბანი გიკეთებს.
გამოსვლა 2:25
მოხედა ღმერთმა ისრაელის შვილებს და იცნო ღმერთმა ისინი.
გამოსვლა 3:7
უთხრა უფალმა: „ვიხილე ჩემი ხალხის ტანჯვა, რომელიც ეგვიპტეშია და შევისმინე ზედამხედველთაგან გამწარებულთა ღაღადი, რადგან ვიცი მათი სატკივარი.
საქმეები 7:34
ვიხილე ჩემი ხალხის შეჭირვება ეგვიპტეში, მისი კვნესა გავიგონე და ჩამოვედი მის გამოსახსნელად. ახლა წადი, მე გაგზავნი ეგვიპტეში.
2 მეფეთა 12:16
ევედრებოდა დავითი ღმერთს ჩვილისთვის; მარხულობდა, შიგნით განმარტოვდა და მიწაზე წოლით ათევდა ღამეს.
4 მეფეთა 14:26
რადგან იხილა უფალმა ისრაელის მწარე უბედურება, აღარც ტყვე იყო და აღარც თავისუფალი; არავინ იყო შემწე ისრაელისა.
ზაქარია 9:8
მე კი ჩემი სახლის გარშემო დავბანაკდები და ლაშქარი ვერ გაივლის მასში; აღარ მიუვა მას მჩაგვრელი, რადგან ვიხილე მათი ტანჯვა.