ღმერთმა აჩვენა თავისი წყალობა ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 143:2
მწყალობელო ჩემო და სიმაგრევ ჩემო, თავშესაფარი და მხსნელი ხარ ჩემი, ფარი და იმედი, რომელიც ხალხებს მიმორჩილებს.

ფსალმუნები 58:17
ძალავ ჩემო, შენ გიგალობებ, რადგან ღმერთია ჩემი ბურჯი, ღმერთი – ჩემი მწყალობელი.

ფსალმუნები 93:18
როდესაც ვთქვი: მომიცურდა-მეთქი ფეხი, შენმა წყალობამ გამამაგრა უფალო.

ფსალმუნები 31:10
მრავალი სატკივარი აქვს ბოროტს, უფალზე მინდობილი კი წყალობით არის გარემოცული.

ფსალმუნები 32:18
აჰა, თვალი უფლისა მის მოშიშებზეა – ვისაც მისი წყალობის იმედი აქვს;

ფსალმუნები 146:11
ისურვებს უფალი თავის მოშიშებს, მისი წყალობის მოიმედეებს.

ფსალმუნები 51:8
მე კი – ღმერთის სახლში ამწვანებულ ზეთისხილის ხესავით ვარ, ღმერთის წყალობაზე ვარ მინდობილი უკუნითი უკუნისამდე.

ფსალმუნები 58:10
ღმერთი ჩემი მწყალობელი წინ წამიძღვება; გამარჯვებით შემახედებს იგი ჩემს მტრებზე.

ფსალმუნები 116:2
რადგან დიადია ჩვენს მიმართ მისი წყალობა და ჭეშმარიტება უფლისა უკუნისამდეა. ალელუია!

ფსალმუნები 85:5
რადგან, კეთილი და მიმტევებელი ხარ შენ, უფალო, და დიდად მოწყალე ყველასთვის, ვინც შენ მოგიხმობს.

ფსალმუნები 88:24
ჩემი ერთგულება და წყალობა იქნება მასთან; ჩემი სახელით მომაღლდება მისი რქა ღირსებისა.

ფსალმუნები 88:28
უკუნისამდე შევუნახავ ჩემს წყალობას და ჩემი აღთქმა მტკიცე იქნება მისთვის.

ფსალმუნები 88:33
მაგრამ ჩემს წყალობას არ მოვუშლი მას და არ გავაცრუებ ჩემს ერთგულებას.