ღია კარები ბიბლიური ციტატები

გამოცხადება 3:7-8
„ფილადელფიის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს-თქო, წმიდა, ჭეშმარიტი, დავითის გასაღების მქონე, რომელიც გააღებს და ვერავინ დაკეტავს, დაკეტავს და ვეღარავინ გააღებს: ვიცი შენი საქმენი; აჰა, მოგეცი შენს წინაშე ღია კარი, რომლის დაკეტვაც არავის ძალუძს; მცირე ძალა გაქვს, მაგრამ შეინახე ჩემი სიტყვა და არ უარყავი ჩემი სახელი.

ესაია 22:22
მხარზე დავადებ დავითის სახლის გასაღებს; გააღებს და ვერავინ დაკეტავს, დაკეტავს და ვერავინ გააღებს.

1 კორინთელთა 16:9
ვინაიდან გამეღო ფართო კარი, ქმედითი მსახურებისთვის, ოღონდ მოწინააღმდეგენიც მრავლად არიან.

2 კორინთელთა 2:12
ქრისტეს სახარებლად მივედი ტროადაში და კარი ღია იყო ჩემთვის უფალში,

ესაია 45:1
ასე ეუბნება უფალი თავის ცხებულს, კიროსს „მე მიპყრია შენი მარჯვენა, რათა ერები დაგემორჩილონ, მე შევხსნი სარტყელთ მეფეთა წელს, რათა გავხსნა კარები შენ წინაშე და კარიბჭენი არ დაიკეტოს.