ბიბლიის მუხლები თემაზე
გარჩევადობის უქონლობა
8 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
იგავნი 12:11
თავისი მიწის დამმუშავებელი პურით გაძღება, ამაოების მდევნელი კი ჭკუანაკლულია.
-
1 კორინთელთა 2:15
ხოლო სულიერი ყოველივეს განსჯის, თავად კი არავისგან განისჯება.
-
1 კორინთელთა 11:29
ვინაიდან, ვინც უღირსად ჭამს და სვამს, თავისი თავის დაგმობას ჭამს და სვამს, ვერ შეუცვნია რა უფლის სხეული.
-
დაბადება 18:23
მიეახლა აბრაჰამი და უთხრა: „ნუთუ მართალსაც დაღუპავ უკეთურთან ერთად?
-
დაბადება 18:25
შორს შენგან ასეთი საქმე - რომ მართალი უკეთურთან ერთად დაღუპო და უკეთურივით იყოს მართალი! შორს შენგან - რომ მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა, სამართლიანად არ განსაჯოს!
-
ესაია 5:20
ვაი მათ, ვინც ბოროტებას სიკეთეს უწოდებს და სიკეთეს - ბოროტებას, ბნელს სინათლედ რაცხავს და სინათლეს - სიბნელედ, მწარეს ტკბილად თვლის და ტკბილს - მწარედ.
-
ეზრა 3:13
ასე რომ, ხალხი ერთმანეთისგან ვერ არჩევდა სასიხარულო ყიჟინისა და ტირილის ხმებს, რადგან დიდი ხმით ყიჟინებდნენ და შორს ისმოდა მათი ხმა.
-
მათეს 23:24
ბრმა წინამძღოლებო! კოღოს მწურავნო და აქლემის მშთანთქმელნო!